“გაერთიანებული ოპოზიციის სიას მერაბიშვილის ხელი ეტყობა” – მამუკა გამყრელიძე

"გაერთიანებული ოპოზიციის სიას მერაბიშვილის ხელი ეტყობა" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სიას ერთპიროვნულად ადგენდა ნაციონალური მოძრაობა:

– სიის შედგენაში რამდენიმე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. სააკაშვილიც იყო, პოლიტსაბჭოც იყო, მერაბიშვილიც იყო. ეტყობოდა კიდეც მერაბიშვილის ხელი იმ სიას.

– ვანო მერაბიშვილის ხელი და გავლენა დაეტყო ნაციონალურ მოძრაობას?

– რა თქმა უნდა, ასეა. ვერ გეტყვით, რომ ეს ერთპიროვნულად მიშამ ან ერთპიროვნულად ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რამდენიმე ადამიანი იყო და ეს მოხდა ძალიან ვიწრო წრეში. შედეგი კი ასეთი დადგა.

მინდა, რომ ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის მქონე  საპრეზიდენტო არჩევნებზე, უამრავი ხალხი მოვიდა და გაცილებით მეტი ხმა მიიღო მაშინ ოპოზიციამ, ხოლო ბევრად უფრო მნიშვნელოვან არჩევნებზე ოპოზიციამ მიიღო 100 ათასით ნაკლები ხმა. აი, ეს არის შედეგი.

– რისი შედეგი? ვინ დააზარალა პროცესი?

– იმ ხალხმა, ვინც ამ სიაში აღმოჩნდა.

– ნაციონალური მოძრაობის სიაში?

– რა თქმა უნდა! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არ ყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შედგენილი სია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა