ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ – “მისი განცხადება პარტიასთან არ იყო შეთანხმებული”

ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ - "მისი განცხადება პარტიასთან არ იყო შეთანხმებული"“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრი ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სპეციალურ განცხადებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძე წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს..

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

რუსთავი 2