“არც პარლამენტი, არც მეორე ტური” – გრიგოლ ვაშაძემ განცხადებას განმარტება დაუმატა

"არც პარლამენტი, არც მეორე ტური" - გრიგოლ ვაშაძემ განცხადებას განმარტება დაუმატაგრიგოლ ვაშაძემ დამატებითი განმარტება გააკეთა საკუთარ მიმართვაზე.
“ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი წერს:

“1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო,” – წერს გრიგოლ ვაშაძე.

რუსთავი 2