“ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე” – ნიკა მელია დავით მჟავიას წინააღმდეგ

"ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე" - ნიკა მელია დავით მჟავიას წინააღმდეგ„ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს, იმას რაც შენ გააკეთე“, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსს დავით მჟავიას.

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ნიკა მელისა და დავით მჟავიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც ნიკა მელიასთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული პირი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა კამათი უკვე მელიასა და მჟავიას შორის გაგრძელდა.

მელიამ იკითხა, სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა.

“დავით კვიჟინაძე რომ არის კახა კალაძის მონა, იარაღით არ იყო?! უბანს რომ არბევდნენ, რას აკეთებდი?! დღეს გარეთ არის”, – მიმართა ნიკა მელიამ დავით მჟავიას, რომელმაც ოპოზიციის წევრს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

“დაწყნარდი კი არა, ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს იმას, რაც შენ გააკეთე”, – აღნიშნა მელიამ.

დავით მჟავიამ კი განაცხადა, რომ ის ქვეყანას იცავას და პატიოსნად ემსახურება.

“ვემსახურები ქვეყანას და პოლიციელს მომმართე ნორმალურად”,-აღნიშნა დავით მჟავიამ.

“ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე, იმიტომ, რომ გლდანში მოძალადეების გვერდით იდექი და ყველა კადრში იყავი. უნამუსო ხარ შენ”, – მიმართა მელიამ პოლიციელ დავით მჟავიას.

იპნ