საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია

საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბიასაბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია. ადგილზე იმყოფება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც საოლქო კომისიის შენობაში შესვლას ითხოვს. თუმცა ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.

გლდანის საოლქოსთან მივიდა “ქართული ოცნების” აქტივისტი შაკო კუჭაშვილიც, რომელმაც პროვოკაცია სცადა. პოლიციამ ის ტერიტორიიდან პატრულის მანქანით გაიყვანა, თუმცა უცნობია დააკავა, თუ უბრალოდ განარიდა.

ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს მართავენ. პროტესტი საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომების პარალელურად დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნები ახლა საოლქო კომისიებში ყალბდება.

აქციის მონაწილეები იმ საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რომლებიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაიწერა და ამბობენ რომ კენჭისყრის დღემ უამრავი დარღვევისა და გაყალბების ფონზე ჩაიარა და საოლქო კომისიებს ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს.

მთავარი