ცესკოს მომაცემების მიხედვით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი დეპუტატი ვერ გახდა და ის არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდა. “ქართული ოცნებიდან” მისმა კონკურენტმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 51,02%; ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანმა (გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია) – 31,52% მიიღო. შესაბამისად, ცესკოს მონაცემების მიხედვით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მეორე ტური აღარ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“8 ნოემბრის აქციაზე ახალი არჩევნების ჩატარებას მოვითხოვთ!” – სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 8 ნოემბერს დაანონსებული აქცია საერთო ეროვნული პროტესტი იქნება. როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. „ეს იქნება ყველა იმ ადამიანის აქცია, რომელიც უკმაყოფილოა ამომრჩეველზე მასშტაბური ზემოქმედების, გაყალბების და ძალადობის გამო, რაც თან ახლდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. ეს არ იქნება ცალკე აღებული რომელიმე პარტიის აქცია. ეს […]
თაკო ჩარკვიანი – “ჩემი ფეხი არ იქნება ამ პარლამენტში”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამომრჩეველს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, თუმცა იქვე დასძენს რომ უთავმოყვარეო პარლამენტში არ შევა. ჩარკვიანი „ქართულ ოცნებას“, უფრო კონკრეტულად მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. „ეს თამარ ჟვანია არავინ არ არის. ივანიშვილი, რუსი ოლიგარქია სათავეში. დავწერე, რომ დარჩა-მეთქი რუსი ოლიგარქი, გაღიზიანდნენ, რომ კაპიტულანტური განცხადებაა. არაფერი კაპიტულანტური განცხადება ეს არ არის, […]
კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე: მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება
ოპოზიციის აქციაზე, რომელიც არჩევნების გასაპროტესტებლად იმართება, ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის მოხნის ფაქტს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იქნება:”პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად […]
ნიკა მელია – 43,88%, ლევან კობიაშვილი – 42,69% – გლდანის საბოლოო შედეგი
გლდანის ოლქში 115-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა დასრულდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა – 43,88 % “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო. მელიას 1%-ზე ნაკლებით ჩამორჩება „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც 42,69 %-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50 %-ზე მაღალი მხარდაჭერა ვერ დააგროვა, გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე […]
“ოცნება” – 48,16%, ენმ – 27,12%, ევროპული საქართველო – 3,78% – დათვლილია უბნების 99,77%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 19:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3838 უბანი, რაც 99.77%-ს შეადგენს. განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.16% (924.733 ხმა) ; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.12% (520.806 ხმა) ; “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – […]
აქცია ივანიშვილის რეზიდენციას მიადგა
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. იპნ
ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. ნიკა მელიას განცხადებით, სამაჯური არის უსამართლობის სიმბოლო და როგორც ციხეში, ასევე გარეთ აპირებს მოსახლეობასთან ერთად ბრძოლას. ,,ცივი გონებით ვფიქრობდი, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა. ბუნებით ჯიუტი ადამიანი ვარ და რისიც მჯერა, იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს […]
ირმა ინაშვილი – „არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!“
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და აქციებს აანონსებს. „მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია- არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში […]
ნინო ლომჯარია – „ბოლო 8 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა“
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას აზრიტ საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით დაიცავს. “სამართლიანი არჩევნების” სამართლიანი არჩევნები (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად (რომლის შეფასებებიც ეყრდნობა პროცესების უშუალო დაკვირვებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონიტორინგსა და გამართულ და გამოცდილ მეთოდოლოგიას): საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანსები – საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი; […]










