8 საათის მონაცემები – Ipsos გლობალის 8 საათის მონაცემები : მთაწმინდა-კრწანისი 1. შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო 46% 2. ბექა ოდიშარია – ქართული ოცნება 35% ვაკე: 1. ელენე ხოშტარია 47% 2. ნოდარ ტურძელაძე 33% საბურთალო: 1. დავით სერგეენკო 35% 2. ალექსანდრე ელისაშვილი 21% 3. ბადრი ჯაფარიძე 19% ისანი: 1. კახა კახიშვილი 35% 2. ხატია დეკანოიძე […]
კატეგორია: პოლიტიკა
სააკაშვილი – “მე არ მაინტერესებს პრემიერის თანამდებობა საქართველოში”
გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა. “მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც და მას ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ურჩევს. ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რუსთავი […]
“ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვება იზეიმა
“ქართული ოცნების” ოფისთან მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სცენიდან მიმართა და არჩევნებში “ქართული ოცნების” მესამედ გამარჯვება მიულოცა. “კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ “ქართული ოცნება” როგორი სახალხოც იყო, ისეთი დარჩება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ხელისუფლების მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თბილისის მერმა, კახი კალაძემაც და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ხვალიდან ქვეყნის განვითარებას გააგრძელებს. “პირობას […]
ქართული ოცნება – 41% ნაციონალური მოძრაობა – 33%, ევროპული საქართველო – 5% – იპსოსი 5 საათისთვის
“დიდი რიგები საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს” – გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” სპეცეთერში ამბობს, რომ დილით, როცა დაინახა რიგები საარჩევნო უბნებში, მიხვდა, რომ ეს ხელისუფლების შეცვლაზე მიანიშნებდა. “ეს რიგები როცა დაინახეს, მათთვის არა, მაგრამ მათი თავმჯდომარისთვის, ეს ალბათ, შოკი იყო, რადგან მან ძალიან კარგად იცის, ასე იყო 2012 წელსაც და სწორედ ამას მოჰყვა ხელისუფლების ცვლილება. ამას გარდა, ეს ყველაფერი არის […]
თეა წულუკიანი – “ჩვენ ყველა უბანზე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ”
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, “დესტრუქციული ოპოზიციური ძალები” წინასწარ შემუშავებული სცენარით პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებენ. მან საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, დაგმონ ოპოზიციის მცდელობები ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე. “ოპოზიციურმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები იმისა, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვთ გამზადებული, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება არ უწერია. კერძოდ, ვხედავთ, ფეიკტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით […]
კახა კალაძე – “ნიკა მელიას “ჭყიპინა” ეხმარება, ორივე კრიმინალია”
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ დამკვირვებლებს საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი დაუმიზნა“. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანი მისი მეორე სახლია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი არიან. „ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები. კონკრეტულად დავასახელე – მეტსახელად […]
მარნეულში პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული
მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია. აღნიშულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა. მისი განცხადებით, სპეცტექნიკა და პოლიციელთა გადაადგილება პრევენციისთვის “ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა”. “ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი […]
ნიკა მელია – “გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერი დააკავა”
გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დააკავა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გლდანში ვითარება იმაზე უფრო შემაშფოთებელია. ვიდრე ეს ეკრანზე ჩანს. „გლდანში უპირობოდ მარცხდება კობიაშვილი. ეს იციან მათ. აქედან გამომდინარე, ხედავთ, რას აწყობენ. იქამდე მივიდნენ, რომ მობილიზაცია გააკეთეს ყველა კრიმინალის. კრიმინალები […]
მდინარაძე – შაშკინი გოიმურად, პისტოლეტით გადაადგილდებოდა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი პისტოლეტით “გოიმურად” გადაადგილდებოდა და მის ამ ქმედებას “წარმოუდგენელ გოიმობას” უწოდებს. როგორც მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შაშკინის მსგავსად კახა ოქრიაშვილიც იარაღით გადაადგილდება, რაც პარტიის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ინფორმაციების სიზუსტეს ადასტურებს. “დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა, […]









