“ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვება იზეიმა

"ოცნებამ" არჩევნებში გამარჯვება იზეიმა“ქართული ოცნების” ოფისთან მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სცენიდან მიმართა და არჩევნებში “ქართული ოცნების” მესამედ გამარჯვება მიულოცა.

“კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ “ქართული ოცნება” როგორი სახალხოც იყო, ისეთი დარჩება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ხელისუფლების მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თბილისის მერმა, კახი კალაძემაც და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ხვალიდან ქვეყნის განვითარებას გააგრძელებს.

“პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. ხვალიდან ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას. არც ერთ კრიმინალურ პარტიას ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა არ მიეცემა”, – თქვა კახა კალაძემ.

მთავარი