კახა ოქრიაშვილი ყივჩაღის “გორისაა” – მაჟორიტარობის კანდიდატმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა

კახა ოქრიაშვილი ყივჩაღის "გორისაა" - მაჟორიტარობის კანდიდატმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა„2020NEWS”-ის სკანდალური ექსკლუზივი: 68% -ქართველი, 20% – მომთაბარე ყივჩაღური, 2% -იტალიური – სწორედ ეს მონაცემები დაუდგინა დნმ-ის ანალიზმა დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში მაჟორიოტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს, რომელიც იძულებული გახდა, გენეტიკური ანალიზი ჩაეტარებინა და ასე ეპასუხა მის საარჩევნო ოლქში ხელისუფლების მიერ რეგიონის აზერბაიჯანულ მოსახლეობაში გავრცელებულ მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას,  თითქოს ის სომეხია.

2020 წლის გადამწყვეტმა არჩევნებმა სხვა კვალი რომც არ დატოვოს პოლიტიკაში, რაც უკვე გამორიცხულია, მან უკვე შექმნა პირველი პრეცენდენტი, როდესაც კანდიდატები საარჩევნო ბრძოლას გენეტიკური ანალიზებით აწარმოებენ .

საარჩევნო ბლოკის -„ნაციონალური მოძრაობა“  – „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის თქმით, მან გენეტიკური ტესტის პასუხები ამობეჭდა და საზოგადოებას დღეს დაურიგებს, მეტი თვალსაჩინოებისთვის და “ოცნების” მიერ დაგეგმილი შუღლის ჩასახშობად.

“გენეტიკური ტესტის პასუხები გამასაჯაროვებინეს ასეთი ტყუილის მოფიქრებისთვის, ხოდა შეიტყონ თქვენი მეშვეობითაც, რომ 68% ქართველი ვარ, 20% მომთაბარე ყივჩაღი (იქიდან გამომდინარე, რომ დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა თავის დროზე), 2% კი იტალიელი”, – ამბობს ოქრიაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის ოპოზიციის 60%-იანი გამარჯვების შესახებ, ამიტომაც ისინი აზერბაიჯანელებში სიცრუეს ავრცელებენ.

“ზუსტად იციან, რომ 60%-ს ავიღებთ და მაგიტომაც მიმართავენ ამ ხერხს. აზერბაიჯანელებში, რომ 5 ნომერი ყოველთვის პრიორიტეტული იყო, იციან, ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ტყუილის მოგონება. სწორედ იმიტომ მოიგონეს ტყუილი ჩემი პიროვნული იმიჯის დასაზიანებლად, იციან, ვიგებ,

ამიტომაც მეც დავარიგებ გენეტიკური ტესტის პასუხებს და საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. შუღლის ჩამოგდება უნდათ, მაგრამ ვერ ეღირსებიან!”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღე დარჩა.