კატეგორია: პოლიტიკა

“ოპოზიციის დისკრედიტაციაზე მომუშავე FB გვერდების უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას”

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კვლევით, ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის  სამი „ფეისბუქ“ გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას. ორგანიზაციის ცნობით, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს […]

რატომ ვერ მოხვდა ზაზა პაპუაშვილი “ოცნების” სიაში

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, „დიდი პოლიტიკიდან“ შესაძლოა, კვლავ თეატრსა და კინოს დაბრუნდეს. ამის შესახებ პაპუაშვილმა  ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ მის გეგმებში  აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ უკავშირდება. „ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, რაღაც გეგმები მაქვს, თუმცა ზუსტად კი-ს ვერ გეტყვით. შესაძლოა, ფილმთან იყოს დაკავშირებული, ანუ შესაძლოა, ფილმში მიხილოთ ან მე ვიყო მისი შემქმნელი. […]

გია ნოდია – “სააკაშვილის პრემიერად დასახელებამ “ოცნება” გააძლიერა”

პოლიტოლოგი გია ნოდია თვლის, რომ სააკაშვილის პრემიერად დასახელებამ “ოცნებას” საქმე გაუადვილა. ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა: _ იმან, რომ ამ გაერთიანებამ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ერთგვარად გაუადვილა საქმე „ოცნებას“, რომ წარმოედგინა ვითარება ისე, რომ ან ჩვენ ვართ, ან სააკაშვილიაო. ამან შექმნა ეს ვითარება. ეს ოპოზიციისთვის ცუდია და „ოცნებისთვის“ კარგია. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, […]

დავით კირკიტაძე – “ბუბა კიკაბიძე გაუტეხლობის და მტერთან არდამორჩილების ნიშნით შევარჩიეთ”

რა ნიშნით შეარჩია „ენმ – ძალა ერთობაშია“-მ პროპორციული სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე? ამის შესახებ “ახალ თაობასთა” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე საუბრობს. _ კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ პირველ ნომრად დაასახელეთ ბუბა კიკაბიძე. რა ნიშნით შეარჩიეთ? _ ბუბა კიკაბიძე არის მრავალი თაობის საქართველოს მოქალაქის და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის საყვარელი ადამიანი. ბუბა კიკაბიძე არის […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცაო… ხელისუფლებაც რომ დაუბრუნოს ხალხს ეგ მთლად აჯობებს“

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ იპოდრომს დაუბრუნებდა სარეაკრიაციო ზონის ფუნქცია და კვლავაც საბურთალოს „ფილტვები“ გამხდარიყო. „ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცაო. ჩემს მიერ ამ თემის აწევის მერე 8 წლის თავზე გონება გაეხსნა თუ სერგეენკოს სავალალო რეიტინგმა გადააწყვეტინა? ბარემ ლაგუნა ვერეც გადაეცა, კიდევ მრავალი წელი ჭაობი რომ არ იყოს. და საერთოდ, […]

გია ხუხაშვილი – “დავით გარეჯის პრობლემის ახლა წამოწევა რუსულ-სომხური ნარატივია”

ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს. _ დავით გარეჯთან შექმნილი კომისიის ყოფილი წევრისა და თავმჯდომარის სახლის და კაბინეტის ჩხრეკა მიმდინარეობდა. რას ემსახურება ეს პროცესი? _ მე გამიჭირდება ამაზე დიაგნოზის დასმა. რაც უნდათ ის იძიონ და რაც უნდათ ის აკეთონ. საარჩევნო საკითხებიც არ არის მთავარი. საარჩევნო მიზნებით მანიპულაციას დიდი ხანია შეჩვეულები […]

ქართული ოცნება – 24.5%, ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 17.4%, ევროპული საქართველო – 6.9%, ლელო – 3.6%

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მეორე კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 24.5% ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 17.4% ევროპული საქართველო – 6.9% ლელო – 3.6% სტრატეგია აღმაშენებელი – 3.4% ლეიბორისტული პარტია – 1.9% გირჩი – […]

ირაკლი ოქრუაშვილმა გორის მაჟორიტარად ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინა

პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ საარჩევნო სიის პრეზენტაცია მოაწყო და რამდენიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილი იყო, პარტია გორი-კასპის რაიონებში კანდიდატს მოგვიანებით დაასახელებდნენ. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა: „გორისა და კასპის სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის გახლავთ გორელი, საკმაოდ აქტიური, მიზანდასახული ახალგაზრდა, რომელიც აუცილებლად აჩვენებს მნიშვნელოვან შედეგს. რამდენიმე […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „მეგონა, პოლიტიკაში ცივილიზებულ ურთიერთობებზე გადასვლას საბურთალოს კანდიდატები მაინც შევძლებდით“

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე წერს: “გუშინ ალეკო ელისაშვილის წიგნის პრეზენტაციას დავესწარი ბუკიას ბაღში. საბურთალოს ყველა კანდიდატი დაგვპატიჟა და სტუმარ-მასპინძლობის წესიდან გამომდინარე მივედი. საინტერესო ღონისძიება იყო. მეგონა, პოლიტიკაში ცივილიზებულ ურთიერთობებზე გადასვლას საბურთალოს კანდიდატები მაინც შევძლებდით და შევუწყობდით ხელს. სამწუხაროდ, ჩემ გარდა სხვა არცერთი კანდიდატი არ მოვიდა…“

გია ხუხაშვილი – “ასეთ სერიოზულ დეგრადაციას ვერ წარმოვიდგენდი”

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარლამენტის მუშაობა შეაფასა. _ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, რით დაგამახსოვრათ თავი ამ პარლამენტმა? _ იმით დამამახსოვრა, რომ ეს არის პრაქტიკულად პირველი პარლამენტი, რომლისთვისაც არ მიყურებია. არცერთი სხდომა არ მინახავს და არც დავინტერესებულვარ. წინა პარლამენტებიც არ გვქონდა ცივილიზებული და დავარცხნილი, მაგრამ ეს საერთოდ კატასტროფა და არაფრის მთქმელი და გაუგებარი […]