გია ნოდია – “სააკაშვილის პრემიერად დასახელებამ “ოცნება” გააძლიერა”

გია ნოდია - "სააკაშვილის პრემიერად დასახელებამ "ოცნება" გააძლიერა"პოლიტოლოგი გია ნოდია თვლის, რომ სააკაშვილის პრემიერად დასახელებამ “ოცნებას” საქმე გაუადვილა.

ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

_ იმან, რომ ამ გაერთიანებამ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ერთგვარად გაუადვილა საქმე „ოცნებას“, რომ წარმოედგინა ვითარება ისე, რომ ან ჩვენ ვართ, ან სააკაშვილიაო. ამან შექმნა ეს ვითარება. ეს ოპოზიციისთვის ცუდია და „ოცნებისთვის“ კარგია. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, რომლისთვისაც მიუღებელია „ქართული ოცნება“, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“. თუ ისინი დაინახავენ ვითარებას იმგვარად, რომ ბრძოლა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მიდის, შესაძლოა მერყევი ამომრჩეველი ბოლო მომენტში ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ გადაიხაროს.

ეს მარტო „ევროპული საქართველოს“ ხედვა არ არის და სხვა ოპოზიციური პარტიების ხედვაცაა, რომ ეს საბოლოო ჯამში „ოცნებას“ აძლიერებს. ამიტომ საჭიროა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ივანიშვილის წაგება არ ნიშნავს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის საჭიროება გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ პირადად სააკაშვილია დასახელებული პრემიერობის კანდიდატად.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა