“ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განხადებაშია ნათქვამი. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილს რესტორანში სადილობის დროს შეუვარდნენ
ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ზუგდიდში რესტორან “მენძელში” იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფნა რამდენიმე პირმა გააპროტესტა. მათ შორის იყო “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა. გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს უფლება არ აქვს ზუგდიდში იყოს, რადგან “მათ ზუგდიდელები გააუპატიურეს”.
“კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებს გააყალბებენ”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2020-ის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. – ძალიან მაღალი პროცენტია გადაუწყვეტელი ხმების, ვისაც არც ერთი პარტია არ მოსწონს. რა მოხდება არჩევნების დღეს, სახლში დარჩება ეს ამომრჩეველი თუ რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ? – მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსის გამო ისევ სახლებში გამოგვკეტავენ, ჩაკეტავენ საზღვრებს, შეგვზღუდავენ გადაადგილებაში. ეს […]
“ბელარუსთან მატჩზე 16.000 კაცი შეეძლოთ ისე დაესვათ, რომ ვირუსის გადაცემის რისკი არ ყოფილიყო”
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” საქართველო-ბელარუსის დღევანდელი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებაზე საუბრობს: – სამწუხაროა, როდესაც არ უშვებენ ხალხს სტადიონზე, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო მათი შეშვება პირბადეებით, მით უმეტეს უეფამ დართო ნება და ჯერი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე, როდესაც ასეთი გადამწყვეტი მატჩია, როდესაც არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველო გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სხვები არღვევენ […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „პროკურატურა პოლიტიკურ ცირკს ემსგავსება, 8 წლის თავზე თურმე რაღაც განსაკუთრებული რუკები აღმოაჩინეს“
„გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების – ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. “ძალიან კომიკურ სიტუაციაშია უკვე ხელისუფლება. 8 წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები. პროკურატურა უკვე ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი კითხვაა – მოტივი რა იყო ამ ადამიანების, თუ ეს ყველაფერი ასე […]
საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადება
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გიგიაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია. „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის […]
„ოქრუაშვილის დამსახურებაა, რომ ივანიშვილმა იპოდრომი ქალაქს აჩუქა“
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ივანიშვილის მიერ თბილისისთვის იპოდრომის გადაცემაზე საიბრობს: – ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი, ან ჩაატაროს ობიექტური არჩევნები, დათმოს ხელისუფლება და გადავიდეს ოპოზიციაში, ან გააყალბოს არჩევნები და დაკარგოს ყველაფერი, ხელისუფლებაც და თავისი ქონებაც. ახლა გაახსენდა არჩევნების წინ საბურთალოს მცხოვრებლები?! იპოდრომის გადაცემაც ხომ იძულებით მოხდა მისი მხრიდან. – რატომ, ვინ […]
გახარია – “სოსო გოგაშვილმა რა დატოვა ან სად წავიდა, საერთოდ არ მაინტერესებს!”
„საერთოდ არ მაინტერესებს რა დატოვა ან სად წავიდა“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ დატოვა სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ „საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი და მიზეზი საერთოდ არ მაინტერესებს, საიდან უნდა ვიცოდე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ინფორმაციისთვის, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, […]
ანი მიროტაძე – „საჩხერეს მაგული ივანიშვილის სიძე ნუგზარ დეკანოიძე განაგებს“
ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე ფიქრობა, რომ საჩხერეში გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა; _ იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიშლის ხელს „ოცნება“, სუსი, ივანიშვილის საახლობლო, „ოცნების“ გაზულუქებული წარმომადგენლები, განსაკუთრებით საჩხერეში და ა. შ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზეწოლის უპრეცედენტო ზომები არ იქნება მიღებული და ხალხის დაშინება, მაშინ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. იმიტომ, […]
სოსო გოგაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა
სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რაც სააგენტოს თავად გოგაშვილმაც დაუდასტურა. „ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“, – აცხადებს გოგაშვილი. სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და […]










