რატომ ვერ მოხვდა ზაზა პაპუაშვილი “ოცნების” სიაში

რატომ ვერ მოხვდა ზაზა პაპუაშვილი "ოცნების" სიაში„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, „დიდი პოლიტიკიდან“ შესაძლოა, კვლავ თეატრსა და კინოს დაბრუნდეს. ამის შესახებ პაპუაშვილმა  ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ მის გეგმებში  აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ უკავშირდება.

„ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, რაღაც გეგმები მაქვს, თუმცა ზუსტად კი-ს ვერ გეტყვით. შესაძლოა, ფილმთან იყოს დაკავშირებული, ანუ შესაძლოა, ფილმში მიხილოთ ან მე ვიყო მისი შემქმნელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ჩემოყალიბებული არ ვარ და როცა ჩამოვყალიბდები, აუცილებლად გაცნობებთ“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, წყდება თუ არა გული, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა, პაპუაშვილი გვპასუხობს:

„ჩემი სურვილი სიაში და პარლამენტში ყოფნა არ იყო“.

ინფორმაციისთვის, პროფესიით დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მმართველმა პარტიამ ის 2020 წლის საარჩევნო სიაში  აღარ შეიყვნა.

პრაიმტაიმი