ცესკო-ში საარჩევნო სიების შეტანის წარდგენის ვადა ამოიწურა. არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტმა ცესკოში-ს სიები უკვე შეიტანა “ენმ”-ში ამბობენ, რომ წარადგინეს შემადგენლობა, რომელიც შეძლებენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის დამარცხებას. სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. მთავარი
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – “საგანგებო მდგომარეობაში, მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით…”
სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე განაცხადა: “პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა. პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე”
სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია ვირტუალურად გაიმართა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება და დაფარავს ამერიკის 19 შტატს. საქართველოს საკონსულოს ამოცანა იქნება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. რუსთავი 2
“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სოციალურ ამბოხს გამოიწვევს” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი რევაზ არველაძე ქვეყანაში საგანაგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. რა პროცესს მივიღებთ წინასაარჩევნოდ? – რატომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა გაზაფხულზე და რატომ არ ცხადდება ის ახლა, როდესაც რიცხვები გაორმაგებულია? ამ კითხვას პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა. როგორც ჩანს, სიტუაციის კონტროლი […]
“ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ” – სალომე ზურაბიშვილი
ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა. ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას.”
ჯაში, ნაცვლიშვილი, გოგიჩაიშვილი – “ოცნებიდან” დემარშით წასულების პარტიული სია
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველი ექვსეულის ვინაობა, სააგენტო “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სიის 10-ეული პარტიის დამფუძნებლებისა და მაჟორიტარობის კანდიდატებისგან დაკომპლექტდება. ამ სიაში „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების გარდა, მოხვდებიან ახალი სახეებიც, მაგალითად პოლიტიკურ ასპარეზზე გედევან ფოფხაძის ძმა, ბესო ფოფხაძეც გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ცალკეული დეპუტატები 4 წლის მანძილზე „ოცნების“ მოქმედი კანონმდებლებისგან განსხვავებით, […]
კახა ოქრიაშვილი – „ცოტა ხანში “ოცნებიდან” გახარიას გააგდებენ, აი, ნახავთ“
კახა ოქრიაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას “ქართული ოცნებიდან” გააგდებენ. “მარტო მორჩილი გრძნობს იქ თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, აგერ ჩემი პროგნოზი და ნახეთ. ისიც ჩემნაირად არ […]
ხაზარაძე, ჯაფარიძე, უსუფაშვილი, ნაცვლიშვილი – ლელომ სია დაასახელა
“ლელომ“ დღეს პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეა, მეორე – ბადრი ჯაფარიძეა, მას კი დავით უსუფაშვილი მოჰყვება. კვოტირების წესების მიხედვით, პარტიის სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალია. მათ შორის პირველი, მეოთხე ნომრად, ანა ნაცვლიშვილია. „ლელოს“ პირველი ოცდაათეული ასე გამოიყურება: 1. მამუკა ხაზარაძე 2. ბადრი ჯაფარიძე 3. დავით უსუფაშვილი 4. ანა ნაცვლიშვილი 5. […]
ირაკლი კობახიძე – “ნიკა მელია პროფესიონალი პროვოკატორია”
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს დაფიქსირდა კიდევ ერთი მძიმე პროვოკაცია, რომლის დროსაც მარნეულის შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობახიძის განცხადებით, თითოეული თავდამსხმელი უმკაცრესად დაისჯება. „ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე რადიკალური ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას,“ – განაცხადა კობახიძემ. […]
“ოქრიაშვილი და ჩოჩელი მერაბიშვილმა გადაიბირა”
“ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საარჩევნო სიის შესახებ საუბრობს> – როდის იქნება სიის სრული ვერსია მზად? – პირველი ოქტომბერია ბოლო ვადა. სამდივნო სხდომა იქნება ნაციონალურ მოძრაობაში და ალბათ იქ ჩამოყალიბდებიან სიის საბოლოო სახეზე. მე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, სად და ვისთან ხდება სიის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება. – მიშა სააკაშვილთან გადიან კონსულტაციებს? […]









