სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნასაქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში გუშინ ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნის ცერემონია ვირტუალურად გაიმართა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება და დაფარავს ამერიკის 19 შტატს.

საქართველოს საკონსულოს ამოცანა იქნება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.

რუსთავი 2