აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მისი წინამორბედების, კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგი და რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს იმაზე გაცილებით უკეთესი არჩევნები, ვიდრე ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევისას იყო. “ჩემი წინამორბედების განცხადება მიუთითებს, რომ […]
კატეგორია: პოლიტიკა
იყო თუ არა დევი ჭანკოტაძესთან მისი ნანუკა ჟორჟოლიანით შეცვლა შეთანხმებული?!
ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ დევი ჭანკოტაძის მაჟორიტარობის კანდიდატუროს ჩანაცვლების შემდეგ თავად დევი ჭანკოტაძის კომენტარები მედია სივრცეში არ ჩანს. მის ფეისბუქ გვერდზე ისევ დევს პლაკატი, რომელზეც წერია – დევი ჭანკოტაძე წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარად. ციფრი 5-ც კარგად იკითხება. ფეისბუქის გვერდზე დევი ჭანკოტაძეს 8 საათის წინ დადებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 საათზე იქნება მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენა. ამ ინფორმაციას […]
რატომ შეცვალეს დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით
დევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ნიკა მელიას ჰკითხეს, დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, ის უკვე საარჩევნო კამპანიას ატარებდა და რატომ შეიცვალა მისი კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით. „დევი ჭანკოტაძე არის ძალიან […]
კახა გეწაძე – “გიგი უგულავას არც მეგობარი ჰყავს და არც არავინ უყვარს”
“ძალა ერთობაშიას” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა გეწაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი გადამწყვეტი პირი და ლიდერია. “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილებას ერთად იღებენ. პარტიაში ხმამაღალი ხმა აქვს ამა თუ იმ პიროვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ერთად მიიღება. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი პირია და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენი ლიდერია,”- განაცხადა კახა გეწაძემ. […]
ნაციონალებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა. საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანში (თბილისი) – ნიკანორ მელია; ისანში (თბილისი) – ხატია დეკანოიძე; სამგორში (თბილისი) – ლევან ხაბეიშვილი; რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ქუთაისის – გრიგოლ ვაშაძე; გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს – ლევან ბეჟაშვილი; თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის – […]
ნანუკა ჟორჟოლიანი ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის. ის “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანების “ძალა ერთობაშია”-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. ცნობისთვის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობა” დღეს 21:00 საათზე წარადგენს.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს
აჭარის მთავრობის სახლთან, სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან შესახლებული და ფართის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შენობის გაყიდვას გეგმავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. “25 წელია […]
ქეთი დევდარიანი – “ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია, რა ცინიკურია თან, რომ პატრიოტები ჰქვიათ”
ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია- ამის შესახებ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა გადაცემაში “პლატფორმა” განაცხადა. “ჩვენთვის, ოთხისთვის მარტივია იმის გადაწყვეტა, რომ დასავლეთი ჯობია რუსეთს. ამაზეც კი ვერ ვახერხებთ საერთო ეროვნულ შეთანხმებას. არ არის ეს გოიმობა, როგორც უწოდებენ. გავიხსენოთ რა ხდება მიტინგებზე, დაპირისპირება რის გამო ხდება, ეს არის სულ რუსეთის შემოგდებული თემები. არარსებული პრობლემის დასახვა […]
გიგა ბოკერია – „სააკაშვილი ივანიშვილს ძალიან დაემსგავსა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 20 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში და ხედავს მხოლოდ „საზოგადოების კოალიციას“. სააკაშვილი ამბობს, ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს ან ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება. სააკაშვილის ეს განცხადება გააკრიტიკეს რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა […]
მამუკა ხაზარაძე – „მევახშეობა საქართველოში დასჯადი უნდა გახდეს“
„ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვაპირებთ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას. მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო […]










