კატეგორია: პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილმა შვეიცარიაში, მილიონერების უბანში, სახლი იყიდა – ვიდეო

ოცნების მაღალჩინოსნების ფეშენებელური სახლები საზღვარგარეთ – ლაშა ნაცვლიშვილს აქვს ჟენევის ტბის პირას 1.300.000-ად ნაყიდი სახლი, რომელიც დღემდე გადამალული იყო.ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ნახეთ, ივანიშვილის გუნდის მთავარი იდეოლოგის რეზიდენცია შვეიცარიაში და გაიგეთ, როგორ მოახერხა ლაშა ნაცვლიშვილმა შვეიცარიაში, მილიონრების უბანში სახლის ყიდვა.

ენმ-ს ამომრჩეველს ვერ მოვუწოდებ ხმა მისცენ – სალომე სამადაშვილი ზურა ჯაფარიძეზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტიის ამომრჩევლებს ვერ მოუწოდებს იმისკენ, რომ “გირჩის” ლიდერს და დიდუბის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურა ჯაფარიძეს ხმა მისცენ. “სამწუხაროა, რომ არსებობენ კანდიდატები, რომელთა დღის წესრიგი ენმ-ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა-მიშას გაკავება, მათივე სიტყვებით. ეს არის ბოდვა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე და მარცხის ფორმულა. ცხადია, რომ მსგავსი მიდგომით ბატონი […]

ნანუკა ჟორჟოლიანი – “წყალტუბოდან ჩამოთრეულ ნანულას რომ დამიძახებენ, გგონია, არ ვიცი?”

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი დეპუტატობის წარდგენის შემდეგ საუბრობს, რომ მას შეიძლება „წყალტუბოდან ჩამოთრეული ნანულიც“ დაუძახონ. აი მართლა მითხარი, არტილერიას რომ დამიძახებენ ახლა ეგ არ ვიცი თუ წყალტუბოდან ჩამოთრეულ ნანულას – ამბობს „ტვ პირველის“ ეთერში ტელეწამყვანი და ახლა უკვე დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი. შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის […]

სააკაშვილი – “ჩემთან ასოცირებული პირების მოჭყანული სახეების ბილბორდებზე დახატვას აპირებენ”

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას. მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის […]

“ვერც “ოცნება” და ვერც ნაციონალები მთავრობას მარტო ვერ ჩამოაყალიბებენ” – ლაშა ჩხარტიშვილი

ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა. – 80%-ზე მეტით გვყავს არჩეული პრეზიდენტები. ასეთი რამე ახალი საარჩევნო სისტემით გამორიცხულია? – ეს გამორიცხულია. ის ბაქიბუქი, რაც გვესმის ივანიშვილი-სააკაშვილისგან, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ბევრ რამეში, მიუღწეველი, განუხორციელებელი სურვილებია. შეიძლება საკუთარი მომხრეების, მე […]

სოსო ცინცაძე – “ოცნება” უნდა მიხვდეს, რომ არჩევნების წაგება ტრაგედია არ არის”

2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება არჩევნები წააგოს. ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თქვა. – რამდენად არის მზად დღეს “ქართული ოცნება” ძალაუფლება დათმოს? – “ქართული ოცნება” უნდა მიხვდეს, უნდა გააცნობიეროს, რომ არჩევნებში დამარცხება არ არის ტრაგედია. რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგაც გრძელდება ცხოვრება. უნდა მიხვდეს, რომ ეს არ […]

“ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას პოლის ჯოხიც აიღებს” – სალომე სამადაშვილი

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, კითხვას – შესაძლებელია თუ არა, შეთავაზების შემთხვევაში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თავად გახდეს მაჟორიტარობის კანდიდატი და შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის კონკურენტი, სამადაშვილი ასე პასუხობს: „თუ გადაწყვეტილებას გადავხედავთ, ზოგადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს აქვს პრობლემა შესაბამისი კადრების მოძებნის. სხვა […]

გლდანი: ლევან კობიაშვილი 52,1%, ნიკა მელია 36,6% – სარვეიშენის კვლევა

ბრიტანულმა კომპანია სარვეიშენმა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები – გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცემდა. დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: ნიკანორ მელია (ნაციონალური […]

ნოდარ ტურძელაძე 52,4%, ელენე ხოშტარია 33,2% – სარვეიშენმა ვაკე გამოიკითხა

ბრიტანულმა კომპანია სარვეიშენმა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები – ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს,  გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას  კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს. დანარჩენი კანდიდატების პროცენტული […]

სალომე სამადაშვილი – “ზურაბ ჯაფარიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს და მოუწოდებს მათ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადოს. ამ თემაზე კომენტარი დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და თუ ბატონი ჯადარიძე ასევე ფიქრობს, რომ ეს პრინციპში იყო შეცდომა, ვფიქრობთ უპრიანი და მნიშვნელოვანი იქნება რომ მან თავად მიმართოს ჩვენ ამომრჩეველს, მხარდამჭერებს, განმარტოს თავისი პოზიცია და თუ გნებავთ ბოდიში […]