კატეგორია: პოლიტიკა

ნაციონალებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა. საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანში (თბილისი) – ნიკანორ მელია; ისანში (თბილისი) – ხატია დეკანოიძე; სამგორში (თბილისი) – ლევან ხაბეიშვილი; რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ქუთაისის – გრიგოლ ვაშაძე; გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს – ლევან ბეჟაშვილი; თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის – […]

ნანუკა ჟორჟოლიანი ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. ის “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა” და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის “ძალა ერ­თო­ბა­შია”-ს სამ­ტრე­დი­ის, წყალ­ტუ­ბოს, ვა­ნი­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ტვ პირ­ვე­ლი” ავ­რცე­ლებს. ცნო­ბის­თვის, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” დღეს 21:00 სა­ათ­ზე წა­რად­გენს.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან შესახლებული და ფართის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შენობის გაყიდვას გეგმავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. “25 წელია […]

ქეთი დევდარიანი – “ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია, რა ცინიკურია თან, რომ პატრიოტები ჰქვიათ”

ირმა ინაშვილს 5%-იც რომ ჰქონდეს, ესეც სირცხვილად მიმაჩნია- ამის შესახებ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა გადაცემაში “პლატფორმა” განაცხადა. “ჩვენთვის, ოთხისთვის მარტივია იმის გადაწყვეტა, რომ დასავლეთი ჯობია რუსეთს. ამაზეც კი ვერ ვახერხებთ საერთო ეროვნულ შეთანხმებას. არ არის ეს გოიმობა, როგორც უწოდებენ. გავიხსენოთ რა ხდება მიტინგებზე, დაპირისპირება რის გამო ხდება, ეს არის სულ რუსეთის შემოგდებული თემები. არარსებული პრობლემის დასახვა […]

გიგა ბოკერია – „სააკაშვილი ივანიშვილს ძალიან დაემსგავსა“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 20 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში და ხედავს მხოლოდ „საზოგადოების კოალიციას“. სააკაშვილი ამბობს, ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს ან ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება. სააკაშვილის ეს განცხადება გააკრიტიკეს რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა […]

მამუკა ხაზარაძე – „მევახშეობა საქართველოში დასჯადი უნდა გახდეს“

„ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვაპირებთ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას. მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო […]

„ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა პარასკევს, 18 სექტემბერს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა და მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა, თუმცა ბევრ კითხვაზე პასუხი ისევ ბუნდოვანი დარჩა. მინისტრმა აქცენტი ისევ „ცხრა წელზე“ გააკეთა და იმაზე, როგორ კარგად იმუშავა საქართველოს მთავრობამ, ვითარება კი მსოფლიოში შექმნილი საერთო მძიმე ფონიდან გამომდინარე დამძიმდა. უპასუხა თუ არა ოპოზიციის კითხვებს პასუხი […]

ალიევი – “მადლობა საქართველოს, რომელმაც სომხეთს იარაღი არ გაატარებინა”

ილჰამ ალიევმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ სომხეთის სამხედრო ძალებს უფლება არ მისცა, საქართველოს გავლით ქვეყანაში საბრძოლო ტექნიკა შეეტანა. ილჰამ ალიევის თქმითვე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალი პროექტი ხორციელდება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. რუსთავი 2

“კახა გეწაძე დღესაც რიჟას ხელის ბიჭია, ესაა თქვენი გენერალი?!” – გიგი უგულავა ნაციონალების წინააღმდეგ

ეს პერსონა არის პოლიტიკაში “მოჩალიჩე” ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. ესაა ამომრჩევლის აბუჩად აგდება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა გეწაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ გეწაძის კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილებას უწუნებს და ყოფილ თანაგუნდელებს შეკითხვით მიმართავს, […]

“ქართული ოცნება” – 25%, “ძალა ერთობაშია” – 15%, ევროპული საქართველო- 5%

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება” – 25 % “ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 15,5 % “ევროპული საქართველო” – 5 % “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3 % “ლეიბორისტული პარტია” – 3 % “პატრიოტთა ალიანსი” – 3 % “გირჩი” – 2,5 % “ერთიანი საქართველო – […]