კახა კალაძემ საკუთარ ლაივ-ჩართვაში მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა. სიუჟეტი ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავტომობილი „დეფენდერი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ატკატის“ სახით მიიღო. „ეს მძიმე თემა იყო ჩემთვის, თითქოს კახა კალაძემ „ლენდროვერ დეფენდერი“ ატკატის სახით მიიღო. ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი. ჩემი მეუღლის ხსენება რა შუაში […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი – „ეს არც “მარშალის გეგმაა”, არც “დირიგიზმის”, არც “სტრატეგია თამარ მეფე”
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამოქმედო გეგმის მცირედ ნაწილს, თუ რა არის პირველ რიგის პრობლემა და რას უნდა მიექცეს ყურადღება. „ეს არც “მარშალის გეგმაა”, არც “დირიგიზმის”, არც “სტრატეგია თამარ მეფე” და არც “ნეპი”. ჩვენი მოკრძალებული “ჩანახატებია”, თუ რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში პირველ ეტაპზე სწრაფად.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. […]
ლევან ხაბეიშვილი – „ბოკერია ჩვენზე რას იტყვის, საერთოდ არ გვაინტერესებს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, შუა გაკრიფა და არჩევანს ასე აყენებს, ან ჩვენ, ან ბიძინა. რამდენად არის ასე და რით უპასუხებთ თქვენს კრიტიკოსებს? – პირველ რიგში, “ოცნების” ალტერნატივა ნაციონალური მოძრაობაა და მასში შემავალი […]
დევი ჭანკოტაძე ნაციონალების სიის პირველ ხუთეულში იქნება
გენერალი დევი ჭანკოტაძე “ენმ”-სა და “ძალა ერთობაშიას” წინასაარჩევნო კამპანიაში სრული დატვირთვით ჩაერთვება და კამპანიას ყველა ოლქში, მაჟორიტარობის ყველა კანდიდატთან ერთად ჩაატარებს. პირველი განცხადება ჭანკოტაძემ მისი კანდიდატურის შეცვლის შემდეგ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლებაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, მას შემდეგ, რაც შეთავაზებას ჟორჟოლიანი დათანხმდა. “ჩემი დაპირებები 100%-ით იქნება შესრულებული, არ […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნების“ რეიტინგი 35-38%-ის ფარგლებშია, არჩევნების შედეგები კოვიდზეა დამოკიდებული“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მიმდინარე პლიტიკური პროცესების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. _ კვლევები რა სურათს გვაძლევს? ურთიერთსაპირისპირო შედეგების მიუხედავად, ყველა კვლევაში ჩანს, რომ ამომრჩევლის თითქმის მეოთხედი გადაუწყვეტელია. _ კვლევები აჩვენებს უპირველესად იმას, რომ თავად კვლევების მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანია: თავად ამ კვლევების მიმართ მცირდება სანდოობა საზოგადოებაში. რაც შეეხება რეიტინგებს, ენდიაის რეიტინგებში […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „სიღარიბიდან ამოსვლას ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილებით შევძლებთ და არა ჩაწყობილი ტენდერებით“
„დამდეგი ზამთრისათვის საჭიროა მივიღოთ საგანგებო ბიუჯეტი, რათა ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა ვიხსნათ შიმშილისაგან, რომელიც “ქართული ოცნების” უუნარო მმართველობისა და კოვიდპანდემიის გავრცელების შედეგად გვემუქრება,“ – აცხადებს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი. “სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება შესაძლებელი გახდება მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნით, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვითაა შესაძლებელი. სიღარიბიდან ამოსვლას ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილებით შევძლებთ და არა ჩაწყობილი […]
კელი დეგნანი – არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მისი წინამორბედების, კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგი და რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს იმაზე გაცილებით უკეთესი არჩევნები, ვიდრე ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევისას იყო. “ჩემი წინამორბედების განცხადება მიუთითებს, რომ […]
იყო თუ არა დევი ჭანკოტაძესთან მისი ნანუკა ჟორჟოლიანით შეცვლა შეთანხმებული?!
ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ დევი ჭანკოტაძის მაჟორიტარობის კანდიდატუროს ჩანაცვლების შემდეგ თავად დევი ჭანკოტაძის კომენტარები მედია სივრცეში არ ჩანს. მის ფეისბუქ გვერდზე ისევ დევს პლაკატი, რომელზეც წერია – დევი ჭანკოტაძე წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარად. ციფრი 5-ც კარგად იკითხება. ფეისბუქის გვერდზე დევი ჭანკოტაძეს 8 საათის წინ დადებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 საათზე იქნება მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენა. ამ ინფორმაციას […]
რატომ შეცვალეს დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით
დევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ნიკა მელიას ჰკითხეს, დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, ის უკვე საარჩევნო კამპანიას ატარებდა და რატომ შეიცვალა მისი კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით. „დევი ჭანკოტაძე არის ძალიან […]
კახა გეწაძე – “გიგი უგულავას არც მეგობარი ჰყავს და არც არავინ უყვარს”
“ძალა ერთობაშიას” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა გეწაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი გადამწყვეტი პირი და ლიდერია. “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილებას ერთად იღებენ. პარტიაში ხმამაღალი ხმა აქვს ამა თუ იმ პიროვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ერთად მიიღება. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი პირია და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენი ლიდერია,”- განაცხადა კახა გეწაძემ. […]









