კატეგორია: პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი – “სააკაშვილის არ შემშინებია და კობახიძის შემეშინდება?!”

ირაკლი კობახიძე მართავს ძალიან დიდ არალეგალურ ფულს „ქართული ოცნების“ ბიუჯეტში, – ამის შესახებ ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, ის ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთან შეხვედრები ექნება, მივა და მოქალაქეებს აუხსნის, რომ „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული და მურუსიძის მეგობარი ადამიანები არიან. „ირაკლი კობახიძე ჩემთვის არის აკო მინაშვილი, ღმერთმა მოახმაროს „ქართულ […]

რომან გოცირიძე – „კახიშვილი ვაშაძეს ისანში უპრობლემოდ მოუგებდა და დეკანოიძე იმიტომ დავაყენეთ“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ფრაქცია ნაცმოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს – ბატონო რომან, ისნის ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინეთ. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სწორედ ნაცმოძრაობამ გატეხა სიტყვა და დაარღვია შეთანხმება. რა პასუხი გაქვთ ამ ყველაფერზე? ხომ ამბობდით, რომ მხოლოდ ორი კანდიდატი გეყოლებოდათ თბილისში? – არა, ეს ასე […]

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა მან განკარგულება გამოსცა და საზოგადოებას მიმართა: “დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება […]

აკაკი ბობოხიძე – „თაკო ჩარკვიანი არ უნდა იყოს საბურთალოს კანდიდატი“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა, რომელიც ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიორგი ვაშაძის კონკურენტი იქნება. მთავარი ოპოზიციური ძალის ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა განცდა, რომ ნაცმოძრაობა შეთანხმებას არღვევს. თავად პარტია კი შეთანხმების დარღვევაში გიორგი ვაშაძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამის გამო მათი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს ვაშაძეს. იმისთვის, რომ ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა […]

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა – მისი დაცვის წევრს კოვიდ 19 აღმოაჩნდა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. „პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნებული ვარშალომიძის ფოტოს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ფარნაოზ ჭკადუა საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა. ვარშალომიძეს სარფის საბაჟოსთან თანაგუნდელები და მხარდამჭერები ელოდებოდნენ, რომლებიც მის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ. ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა. […]

ლევან ვარშალომიძე – “ახლა ვარ ტრაბზონში და 2 საათში თქვენთან ვიქნები”

ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება, – ამ შინაარსის ვიდეო – მიმართვას აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ლევან ვარშალომიძე განცხადებაში ამბობს, ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა უნდა შეწყდეს. „თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო […]

სერგო რატიანი – „პატრიოტთა ალიანსი“ პუტინისთვის მირთმეული ივანიშვილის ძღვენია“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ცენტრმა “დოსიემ” 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,  კრემლი “პატრიოტთა ალიანსს” 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საგამოძიებო სტატიის შინაარსი უარყო და ამბობს, რომ თავად სააკაშვილმა და ბოკერიამ ინტერნეტგვერდზე დააწერინეს ტყუილი. „ევროპულმა საქართველომ“ გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 2020 […]

ინაშვილმა და თარხან-მოურავმა აჭარას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს

პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“, გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“. სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის პარტიის ახალ ბანერს მოჰყვა მყისიერი შეფასებები: „სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის […]

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთავრობა დაითხოვოს, რათა განიმუხტოს მწვავე ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა“,- განაცხადა თადტაევმა. ერთ-ერთმა ე.წ. დეპუტატმა ალიკ პლიევმა […]