იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება ნელ-ნელა მძიმდება და ჩნდება კითხვები, ხომ არ გამოიყენებს ამ ვითარებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, ან ხომ არ იყენებს უკვე, როდესაც მან არ აღადგინა ფრენები და საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ნაწილი სავარაუდოდ ვერ ჩამოვლენ. რა კითხვები უჩნდება პანდემიასთან დაკავშირებით და რატომ თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კოვიდ 19 მთავარ პარტნიორად გაიხადა? […]
კატეგორია: პოლიტიკა
აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშედ კრისტოფერ ანდერსონი დაინიშნა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშედ კრისტოფერ ანდერსონი დაინიშნა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ფეისბუქში წერა: “მივესალმებით საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების გუნდის ახალ წევრს, კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს. საქართველოში ჩამოსვლამდე კრისი უკრაინის მოლაპარაკებებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი, მუშაობდა კიევში ამერიკის საელჩოში და პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ ერევანში. ის ასევე მსახურობდა მონღოლეთსა და არგენტინაში. სახელმწიფო […]
კასპის მერიაში მოსახლეობა შეიჭრა
ხმაური და დაპირისპირება კასპის მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობა მერიის შენობაში შეიჭრა. მათ მერთან შეხვედრა მოითხოვეს თუმცა, თამაზ ტატანაშვილი დაიმალა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთ დევნილს მერიის თანამშრომელმა ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კასპის საკრებულოში, ნუგზარ ნონიაშვილმა გააპროტესტა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქეჩეროხის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილი […]
კახა ოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა
კახა ოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა. ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და “ენმ”-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებში ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების […]
ხატია დეკანოიძე – „კობახიძე დაცვის გარეშე დაელაპარაკოს ხალხს და მერე ისაუბროს თავის რეიტინგებზე“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის. მიიჩნევს, რომ დღეს სუსი არის პოლიტიკური ორგანო და ოპონენტების დევნით არის დაკავებული. ამიტომ მიიჩნევს, რომ საჭიროა რეფორმა ამ მიმართულებით. როგორ წარმოუდგენია ამ საკითხის დარეგულირება, რა პასუხი აქვს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ენმ-ს 12%-იანი რეიტინგი აქვს და იმედოვნებს, რომ ეს […]
არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. შესაბამისად, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება. „განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.
ნინო ბურჯანაძე – „პრემიერობის კანდიდატი ვიქნები, ჩვენს პარტიას 10-12%-იანი მხარდაჭერა აქვს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა სჯერა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბოდიშის, დაუჭერს თუ არა მის პრემიერობას მხარს, თავადაც ხომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, ხომ არ გაჩნდა ოპოზიციაში ბზარი და ვინ დაარღვია შეთანხმება – გიორგი ვაშაძემ თუ ნაციონალურმა მოძრაობამ, რატომ არ ჩანს ოპოზიცია, რა შანსები აქვს არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, რამდენი პროცენტის მოლოდინი აქვს მის პარტიას და […]
თინა ბოკუჩავა – “სააკაშვილი ცვლილებების ავანგარდში იქნება”
ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ და იმიტომ ახსენებთ მას ასე სიძულვილით 8 წლის თავზე,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება უკვე 8 წელია ერთი და იმავეს საუბრობს და ქვეყნის განვითარების […]
გიორგი ვაშაძე – პრემიერი ვიქნები მე, “ნაცმოძრაობას” კი კოალიციაში ჩვენთან ერთად ვხედავ
„ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში“, – განაცხადა „“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს ოპოზიციის კოალიციაში, ხოლო პრემიერი თავად იქნება. “ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად იმ კოალიციაში, რომელიც ქვეყანას აღმშენებლობის გზაზე გაუძღვება. ერთი, ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებთან, მეორე, თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ […]
“გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ნავში ზის”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – ლადო, აქტიური წინასაარჩევნო პერიოდია, თუმცა ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვა-გინებით უფრო გამოირჩევა, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიით. მაგრამ ამ ფონზე მაინც ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მძიმე წინასაარჩევნო ფონია ქვეყანაში. რას იტყვით თქვენ, რამ უფრო დააზარალა ოპოზიცია? – რუსებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა, შევეცდები, ცოტა შელამაზებულად გითხრათ – […]










