კატეგორია: პოლიტიკა

გია ვოლსკი – მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და გაიმარჯვეს არჩევნებში“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციის მცდელობა აერთიანებს. “პერსპექტივა არ გააჩნიათ, რომ ეს თემები არათუ გადაწყვიტონ, არამედ საერთოდ ისაუბრონ. საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან, თითქოს ჰქონდეთ დიდი რესურსი, რომ არჩეულ იქნენ ის ადამიანები, […]

16 აგვისტოს მინსკში სამთავრობო ბორტით საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია გაფრინდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში. „გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში […]

ჯიმ რიში: აშშ არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას

სენატორი ჯიმ რიში 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ის არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას. “12 წლის შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს ცნობს რუსეთის […]

საიდუმლო რეისი მინსკში – რა ბორტი დაჯდა შუაღამეზე თბილისის აეროპორტში

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც საქართველოდან ბელარუსში გაფრინდა, რამდენიმე წუთის წინ უკან დაბრუნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიპ -ლოჟაში ცოტა ხნის წინ დაჯდა.  “მთავარის” ინფორმაციით, მინსკში საქართველოდან 8 პირი იმყოფებოდა, თუმცა უცნობია კონკრეტულად ვინ. ერთ ერთი ინფორმაციით, მინსკში, სადაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასი ათასობით ადამიანი აპროტესტებს და ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას დასავლეთი არ აღიარებს, საქართველოს პრეზიდენტიც იყო ჩასული. თუმცა ამ […]

“სალომე ზურაბიშვილი მინსკში არ ჩაფრენილა” – რა უთხრეს “მთავარს” აეროპორტში

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ბელარუსში თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა 1 საათი დაჰყო მინსკის აეროპორტში და ის ახლა უნდა ბრუნდებოდეს უკან. თუმცა, როგორც  პრეზიდენტის ადმინისტაციაში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამას არ ადასტურებენ. “კატეგორიულად უარვყოფთ და ვამბობთ, რომ არა თუ საქართველო, თბილისიც კი […]

3 თვეში მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 16 მილიონს მიღწია

2020 წლის 3 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 15,9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორინგშია აღნიშნული. ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 18,3 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება კონკრეტული უწყებების მიერ გაღებულ სამივლენებო ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა დახარჯეს. თავდაცვის სამინისტრო – […]

ირმა ინაშვილი – პირველ ადგილზე ვართ ჩვენ და მეორეზე “ქართული ოცნება” 

“პატრიოტთა ალიანსი” IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. ირმა ინაშვილი: “დღეს ჩვენ წარმოვადგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას ან ვის კანდიდატს დაუჭერთ მხარს. პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ, მეორე ადგილზე იყო “ქართული ოცნება”. ყველა ეს […]

რუსთავი 2 – “ქართული ოცნება” – 52%, ნაციონალური მოძრაობა – 19%, ევროპული საქართველო – 8%

“რუსთავი 2-ის” დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანია სურვეიშენმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხულია 1.200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა. საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 52% “ენმ” 19% “ევროპული საქართველო” 8% “პატრიოტთა ალიანსი” 5% “ლელო” […]

სალომე სამადაშვილი – „ეპიდსიტუაციით „ოცნებამ“ და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესმა ხელი მოითბო“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რატომ ეძებს „ქართული ოცნება“ შიდა მტრებს წინა ხელისუფლების სახით და რატომ აყენებს მას რუსეთზე მთავარ მტრად? რას ფიქრობს ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით – რეალური პრობლემაა თუ სხვა ეჭვები ჩნდება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. – „ქართული ოცნების“ ლიდერები დღემდე აგრძელებენ აგვისტოს ომზე […]

“ოცნების” სიაში ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი იქნებიან – ვინ დაემატება მათ

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად მმარ­თველ გუნდში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც გა­ცხად­და, სიის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზრს გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. “ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის გა­მოც­დი­ლი წევ­რე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს […]