“ოცნების” სიაში ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი იქნებიან – ვინ დაემატება მათ

"ოცნების" სიაში ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი იქნებიან - ვინ დაემატება მათ“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად მმარ­თველ გუნდში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც გა­ცხად­და, სიის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზრს გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

“ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის გა­მოც­დი­ლი წევ­რე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ზე არის სა­ჭი­რო გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­შიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დით წარ­სდგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. კრი­ტე­რი­უ­მი იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი. ეს არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და წე­სი­ე­რე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ და პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სიის მე-2 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა, ხოლო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთა­ვარ გამ­წევ ძა­ლად და პირ­ველ ნომ­რად, დიდი ალაბ­თო­ბით, პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას ვი­ხი­ლავთ. ის არ უარ­ყოფს, რომ სი­ა­ში იქ­ნე­ბა. “ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მე­ლი ნო­მე­რი ვიქ­ნე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პა­სუ­ხად კი­თხვა­ზე, – იქ­ნე­ბა თუ არა სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი?

მარ­თა­ლია, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სექ­ტემ­ბრამ­დე არ (ან – ვერ) აპი­რებს “კარ­ტის გახ­სნას” და ელექ­ტო­რა­ტის ცნო­ბის­წა­დი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, მაგ­რამ მე­დი­ა­ში უკვე ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს “ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში.

ambebi.ge-ს სარ­წმუ­ნო წყა­რო უყ­ვე­ბა:

“ოც­ნე­ბის” სი­ა­ში ამ ეტაპ­ზე 40 კაცი ჰყავთ შერ­ჩე­უ­ლი და აქე­დან 25 ძვე­ლი, 15 კი ახა­ლი სა­ხეა. მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ, უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქალ­თა სა­ხე­ებ­ზე იზ­რუ­ნა და 20 ქალ­ის კან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩია და ახლა მათ­ზე მი­დის შე­ჯე­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი სა­ხე­ე­ბის თით­ქმის უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, “ოც­ნე­ბამ” ისი­ნი სწო­რედ ამ ნიშ­ნით შე­არ­ჩია”.

შე­საძ­ლოა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ვი­ხი­ლოთ: ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი, გია აბა­ში­ძე, სო­ცი­ო­ლო­გი და ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის” წამ­ყვა­ნი ვა­ლე­რი­ან (ვაკა) გორ­გი­ლა­ძე, იუ­რის­ტი თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერთი სახე იქ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს წყლის კომ­პა­ნი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი, ეკა ბე­რი­ძე.

რო­გორც ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, სი­ა­ში იქ­ნე­ბა იუ­რის­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის “მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ყი­ფი­ა­ნი ძი­ძი­გუ­რი” დი­რექ­ტორ–პარტნი­ო­რი ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი (მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს 1993-1995 წლებ­ში, ის იყო კონ­სულ­ტან­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბით), დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს “ჩუ­ღუ­რე­თის სა­ოლ­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე რიმა ბე­რა­ძე.

ambebi.ge “ოც­ნე­ბის” სა­ვა­რა­უ­დო ახალ სა­ხეს, ანა­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ველს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც არ ადას­ტუ­რებს და არც უარ­ყოფს მო­ა­რუ­ლი ხმე­ბის რე­ა­ლო­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პარ­ტი­ულ სი­ა­ში მის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავს.

“ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფერს და­ვა­დას­ტუ­რებ. არას­დროს და­მი­მა­ლავს, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და, დიდ პა­ტივს ვცემ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და გუნ­დის ლი­დერ­შიფს. მხო­ლოდ მათი გა­და­სა­წყვე­ტია, და­მა­სა­ხე­ლე­ბენ, თუ არა. მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, შევ­ხე­დავ, რით შე­მიძ­ლია ვიყო მათ­თვის გა­მო­სა­დე­გი, მათ მო­საზ­რე­ბებ­საც მო­ვის­მენ და ამის შემ­დეგ გა­ცხად­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცია. და­ვე­ლო­დოთ ორ კვი­რას, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. მაქ­სი­მუმ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა.

ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. გუნ­დი არის მმარ­თვე­ლო­ბის მერ­ვე წელ­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ველ არ­ჩევ­ნებ­ზე ის გა­და­ხა­ლი­სე­ბას სა­ჭი­რო­ებს. რო­გორც ვიცი, სი­ა­ში 60 კაცი იქ­ნე­ბა, მათ­გან “ოც­ნე­ბას” იმის რე­სურ­სი თა­ვი­სუფ­ლად აქვს, რომ კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 15 ქალ­ბა­ტო­ნი წა­რად­გი­ნოს, ეს ჩემი მო­საზ­რე­ბაა. ახა­ლი სა­ხე­ე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან სი­ა­ში, ვისი გვა­რე­ბიც სა­ხელ­დე­ბა, მათ შო­რის ალ­ბათ გია აბა­ში­ძეც იქ­ნე­ბა. სხვებ­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი”, – ამ­ბობს ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი.

ამბები