„ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. „ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში Helen Khoshtaria-ს დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა. ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო. სიტყვა უკვე […]
კატეგორია: პოლიტიკა
„არჩევნებში გამარჯვებისთვის „ოცნება“ და „ძალა ერთობაშია“ იბრძოლებენ“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ პაატა დავითაია პასუხობს. – ბატონო პაატა, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, რამდენად დალაგდა ოპოზიცია? წინა ინტერვიუში ცოტა განაწყენებულმაც კი განაცხადეთ, ოპოზიცია გამარჯვებისთვის არ იბრძვისო. თქვენ მომხრე იყავით გაერთიანების, რაც ვერ მოხერხდა. რას იტყვით ახლა? – დიახ, ძალიან სწორად დასვით აქცენტი და როგორც მე გითხარით, ზუსტად […]
გახარია კალაძეს 6%-ით უსწრებს, ივანიშვილს – 22%-ით
დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს. კეთილგანწყობის მიხედვით პატრიარქის შემდეგ პროცენტულობა შემდეგია: ამირან გამყრელიძე 74% გიორგი გახარია 63% […]
“ქართული ოცნება” – 33%, ნაციონალური მოძრაობა – 16%, ევროპული საქართველო – 5%
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას. (მეორე არჩევანი-2%) კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 16% მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – გაერთიანებულ ოპოზიციას. (4% მეორე არჩევანი) მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 5%. (6% მეორე არჩევანი) გამოკითხული მოსახლეობის 3% მხარს უჭერს „ახალი […]
გახარია – “ოცნების” სიის პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს”
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რომელი ნომერი იქნება პარტიის საარჩევნო სიაში. მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველი ათეული ცნობილი არ არის. „ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს […]
“შლეგი ქალი”- უგულავა წულუკიანზე
იუსტიციის სამინისტროსთან ევროპული საქართველოს ლიდერები ცდილობენ, პლაკატები გააკრან. თუმცა, რამდენიმე პლაკატის გაკვრის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. “იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძლონ, მოდიან და პატარა ბავშვებს აჯარიმებენ. მოვედით და ვეუბნებით, რომ ესენი არღვევენ კონსტიტუციას და ესენი არღვევენ კანონს. ის შლეგი ქალი აქ რომ ზის, ის უკრძალავს და აძლევს დავალებებს ამათ. სირცხვილია, მეტი […]
დავით საგანელიძე “საქართველოს რკინიგზის” შეფად გადადის?
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის“ შეფად შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაინიშნოს. “2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი ფიგურა საპარტნიორო ფონდის შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს – რკინიგზას ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფონდში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “2020NEWS” ინფორმაციითვე, „საქართველოს რკინიგზა“, […]
ზურაბ ჯაფარიძე – “ყველა ანგარიშზე ყადაღა დამადეს”
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტს იმას უკავშირებს, რომ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს. “მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2.000 და 3.000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც ორი წლის წინ დამაკისრეს. აქამდე სახელმწიფოს არ […]
დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერისთვის “ოცნებიდან” გარიცხეს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის […]
კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა
“ქართული ოცნების” მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბიზნესმენ ძმებ, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – “პროგრესი და თავისუფლება” შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად, – წერია პოსტში. კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომლებიც საკონსტიტუცი ცვლილებებს მხარს […]









