პარტია ევროპული საქართველოდან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი იქნება. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება. ირმა ნადირაშვილი არის რუსთაველი, ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. ბიოგრაფიული მონაცემები: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1994-2005წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი; 2005-2007წწ. ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე; 2008 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის […]
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – “გიორგი რურუას არ შევიწყალებ”
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას არ შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მის გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. „დღეს ბევრი კითხვა ისმის ჩემი მიმართებით ერთ თემაზე და მინდა, რომ აქ გავცე პასუხი და არა ქუჩაში, […]
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გახდა, ის მანამდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ აჭარაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ნინო ნიჟარაძე პროფესიით ექიმია, 2012 -2018 წლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ქართული […]
“საზოგადოებაში შექმნეს განცდა, რომ კრიმინალი ყვავის”
ამირან სალუქვაძე: “ყველა მხარეს სჭირდება ინფორმაცია. მეც მჭირდება ინფორმაცია ანალიზისთვის, მაგრამ, როცა ერთი მხარისგან მუდმივად სიცრუეს ვისმენ, მიუღებელია და ყოველ სიტყვას ეჭვით ვუყურებ” გულიკო ბალაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე პასუხობს. – ბატონო ამირან, ბოლო დროს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით (ვგულისხმობ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებს) გარკვეული პირები, პარტიები […]
„რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ოპოზიცია 20 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. „გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. […]
გიორგი ვაშაძე: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი გავხდები
“დიახ, დარწმუნებული ვარ. სერიოზული განაცხადია და დიახ 2020 წლის არჩევენების შემდეგ მოსული მთავრობის პრემიერი გავხდები. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს და დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხალხი გვიერთდება. ის პოზიტიური ენერგეტიკა და მუხტი, რომელიც დღევანდელი დღით შევიტანეთ, არის მნიშვნელოვანი გამარჯვების ქვაკუთხედი, რაც გვექნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რანაირად, როცა ოპოზიციას სძინავს? […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ფილტრაციის არჩევნებია, ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და პოლიტიკას ჩამოშორდება“
„ოპოზიციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი ტრაგედიაა იმაში, რომ გაიწელა დრო შეთანხმებისთვის. უნდა წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი რამე, ჩვენ იმავდროულად ერთმანეთის კონკურენტები ვართ. გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო მიზანი – ხელისუფლება შევცვალოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის არჩევნები იქნება, არამედ ოპოზიციაში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი ფილტრაციის არჩევნები. ზოგი გაცურავს […]
თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გუნდში მიდის
უშიშროების ყოფილი მდივანი თეონა აქუბარდია პოლიტიკაში მიდის და ის გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ უერთდება. „2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დღეს პოლიტიკური კოალიციის “სტარტეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაციაზე სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელმა, ნოდარ ხარშილაძემ დაადასტურა. მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკურ გუნდში მისი ცენტრის ორი ახლი წევრი გადაიყვანა, ერთ-ერთი კი თეონა აქუბარდიაა. თავად თეონა აქუბარდიამ ღონისძების შემდეგ, სააგენტოს განუცხადა, რომ გუშინ ეს ინფორმაცია […]
„ქართულ ოცნებას“ რეგიონებში კორონავირუსი გადაარჩენს?
კოვიდთან მებრძოლი ექიმები „ქართული ოცნების“ პარტიულ სამსახურში გაააქტიურეს. ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობი გახდა რეგიონებში. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ცნობილი ექიმი და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე დაასახელა, ამავე კოვიდმიმღები დაწესებულების მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობაში შეიყვანეს. თუმცა, როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ნადირაძეს საკრებულოში შესვლა სიით უწევდა. „როგორც […]
რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეჩერდა – კონგრესმენების წერილი პომპეოს
6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი “რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული. კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ […]









