კატეგორია: პოლიტიკა

„რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ოპოზიცია 20 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. „გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. […]

გიორგი ვაშაძე: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი გავხდები

“დიახ, დარწმუნებული ვარ. სერიოზული განაცხადია და დიახ 2020 წლის არჩევენების შემდეგ მოსული მთავრობის პრემიერი გავხდები. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს და დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხალხი გვიერთდება. ის პოზიტიური ენერგეტიკა და მუხტი, რომელიც დღევანდელი დღით შევიტანეთ, არის მნიშვნელოვანი გამარჯვების ქვაკუთხედი, რაც გვექნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რანაირად, როცა ოპოზიციას სძინავს? […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ფილტრაციის არჩევნებია, ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და პოლიტიკას ჩამოშორდება“

„ოპოზიციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი ტრაგედიაა იმაში, რომ გაიწელა დრო შეთანხმებისთვის. უნდა წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი რამე, ჩვენ იმავდროულად ერთმანეთის კონკურენტები ვართ. გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო მიზანი – ხელისუფლება შევცვალოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის არჩევნები იქნება, არამედ ოპოზიციაში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი ფილტრაციის არჩევნები. ზოგი გაცურავს […]

თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გუნდში მიდის

უშიშროების ყოფილი მდივანი თეონა აქუბარდია პოლიტიკაში მიდის და ის გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ უერთდება. „2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დღეს პოლიტიკური კოალიციის “სტარტეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაციაზე სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელმა, ნოდარ ხარშილაძემ დაადასტურა. მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკურ გუნდში მისი ცენტრის ორი ახლი  წევრი გადაიყვანა, ერთ-ერთი კი თეონა აქუბარდიაა. თავად თეონა აქუბარდიამ ღონისძების შემდეგ, სააგენტოს განუცხადა, რომ გუშინ ეს ინფორმაცია […]

 „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში კორონავირუსი გადაარჩენს?

კოვიდთან მებრძოლი ექიმები „ქართული ოცნების“ პარტიულ სამსახურში გაააქტიურეს.  ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობი გახდა რეგიონებში. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ცნობილი ექიმი და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე დაასახელა, ამავე კოვიდმიმღები დაწესებულების მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე  ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობაში შეიყვანეს. თუმცა,  როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ნადირაძეს საკრებულოში შესვლა სიით უწევდა. „როგორც […]

რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეჩერდა – კონგრესმენების წერილი პომპეოს

6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი “რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული. კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ […]

ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

პარტია “სამართლიანობისთვის” დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება. მთავარი ბრძოლა მცხეთიდან იწყება და სწორედ ამ ქალაქის მაჟორიტარად იყრის კენჭს ეკა ბესელია. გაიხსნა პარტიის მცხეთის ოფისიც. ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ მცხეთა იქნება ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი. უახლოეს პერიოდში კი პარტია კიდევ რამდენიმე ოლქში წარადგენს საკუთარ კანდიდატს. იყრიან თუ არა კენჭს ბესელიას პარტიიდან თბილისის ოლქში, ეს ჯერჯერობით უცნობია. “ჩვენ ვაპირებთ, […]

„საარჩევნო პროცესს ჩამოაშორეთ სუსზე და ნაცებზე მომუშავე ხალხი“ – ოთარ კვირიკაშვილი ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

ოთარ კვირიკაშვილი ოოზიციურ პარტიის ლიდერებს მიმართავს, რომ საარჩევნოდ დროებით მაინც ჩამოაშორონ პროცესებს ის ხალხი, ვინც სუსზე, ან თუნდაც ნაცმოძრაობაზე მუშაობს. „გიგი უგულავას შემდეგ შალვა ნათელაშვილმაც გააკეთა განცხადება საერთო ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად მისასალმებელია. უმნიშვნელოვანესია ოპოზიციის ლიდერების ჩართულობა/მოწოდებები, მაგრამ თითქმის ყველას საკუთარი კამპანია აქვს ჩასატარებელი და რეალურად მათი საქმე ადგილობრივმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ. ადგილობრივი ლიდერების […]

შალვა ნათელაშვილი – „კოლეგებს ვთხოვ, შევათანხმოთ მაჟორიტარი კანდიდატები“

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციამ კანდიდატები ერთმანეთთან მაქსიმალურად უნდა შეათანხმოს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ერთმა მაჟორიტარმა შეიძლება გადაწყვიტოს კოალიციური მთავრობის ბედი. “ეს არის ისეთი კარგი დასაწყისი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს რეგიონებში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთმა მაჟორიტარმა, შეიძლება, გადაწყვიტოს მომავალი კოალიციური მთავრობის ბედი. ერთმა მაჟორიტარმა […]

ნაციონალების სიის მეორე ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება?!

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ეთიშება. ის არც ზუგდიდში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. ვინ მოხვდება და ვინ ვერა მთავარ ოპოზიციური პარტიის კოალიციურ საარჩევნო სიაში? შესთავაზეს თუ არა ამ სიის მე-3 ნომრობა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და მოხვდებიან თუ არა სააკაშვილის სიის გამსვლელ ადგილებზე დეპუტატები – სამადაშვილი- ბოკუჩავა? სიების საბოლოო […]