ირმა ნადირაშვილი რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ირმა ნადირაშვილი რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებსპარტია ევროპული საქართველოდან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი იქნება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

ირმა ნადირაშვილი არის რუსთაველი, ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.

ბიოგრაფიული მონაცემები:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1994-2005წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი;

2005-2007წწ. ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე;

2008 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

2008-2009წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა “პოსტ სკრიპტუმის” მთავარი პროდიუსერი;

2009-2010წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი;

2010-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

ინფორუსთავი