bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც Credit Suisse Group AG-ს თაღლითური ტრეიდერის ყცელაზე მსხვილი მსხვერპლია, ბანკის სინგაპურის ერთერთ ტრასტს სასამართლოში უჩივის 300 მილიონი დოლარის დაბრუნების თაობაზე. სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართებაში მან არ იმოქმედა ჯეროვანი ყურადღებით მათი ინვესტიციების მართვის კუთხით. სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ უკვე […]
კატეგორია: პოლიტიკა
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკაში მიდის
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ადვოკატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება […]
გიორგი ვაშაძე – “საბურთალოზე მხარს თაკო ჩარკვიანს დავუჭერ”
„დიდუბე-ჩუღურეთში, უპარტიო კანდიდატზე ვფიქრობთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელომ“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა, გამოუცხადებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მხარდაჭერას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა,რომ სავარაუდოდ, საბურთალოს ოლქში რამდენიმე კანდიდატი იქნება. „ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ, დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო […]
ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე იყრის კენჭს
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებმა იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იზრუნებს არა მხოლოდ რაიონის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და კრიზისის დაძლევაზე. „საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი […]
სერგეენკო თალაკვაძის წინააღმდეგ – “მამუკა ბახტაძეზე გადაწყვეტილება მიღებული არაა”
მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა. დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. „პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიდის ბოლო […]
არჩილ თალაკვაძე – “მამუკა ბახტაძე “ოცნების” სიაში არ იქნება”
მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება არ არის მიღებული მამუკა ბახტაძე იქნება თუ არა საპარლამენტო სიაში. “მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში […]
გახარია – “გომელაურის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია, სისტემას კი რეფორმები სჭირდება”
ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? – არასერიოზულია! – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. „არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც […]
რა რჩევებს აძლევს მიხეილ მაჭავარიანი გიგა ბოკერიას გუნდს და ბიძინა ივანიშვილს?!
ჩრდილში გასული და პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოშორებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ვარსკვლავი, „პოლიტიკის უხუცესი“ მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიურ კულუარებში, „ევროპული საქართველოს“ ფლანგზე, მრჩევლის სტატუსით დაბრუნდა. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მრავალგზის გამოცდილი მაჭავარიანი „ევროპულ საქართველოსთან“ აქტიური კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება. „პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, დისერტაციას ვიცავ სექტემბერ-ოქტომბერში. ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა სჭირდება ამას, ძალიან დაძაბული სიტუაცია მაქვს და ახლა ამაზე […]
რატი იონათამიშვილი – “თემურ აბაზოვს “ოცნების” სიაში არც განვიხილავთ”
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი “ქართული ოცნების” სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ყოფნას არ ადასტურებს. “ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არც განხილულა, არც განიხილება და საერთოდ არავის დაუყენებია დღის წესრიგში,”- აცხადებს იონათამიშვილი ჟურნალისტებთან. ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ ინფორმაცია თავად აბაზოვმა დაადასტურა, იონათამიშვილი ამბობს, რომ მან შეკითხვას უკვე უპასუხა და სხვა კომენტარს საკითხზე არ გააკეთებს. […]
თემურ აბაზოვი – “ქართული ოცნების” სიაში ვიქნები”
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. ამის შესახებ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 […]










