ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკაში მიდის

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკაში მიდისადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ ადვოკატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება.

ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება“, – წერს კობაიძე.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებებს იცავს. მანამდე კი ის კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში გამოჩნდა. კობაიძე სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის გასამართლებულ მალხაზ კობაურს იცავდა.