საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე „გაცილებით მეტია“. „საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდაკვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლო Gorb- ის კვლებაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე” – სერგი კაპანაძე რომან კაკულიას
ხმას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას. კაპანაძის თქმით, კანონპროექტში მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპანიებში დროებითი მმართველის შეყვანა სასამართლოს გვერდის ავლით მოხდება. “ამ კანონში იმდენი პრობლემაა ჩადებული, […]
“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ სპორტსმენების მობილიზება დაიწყო – რა შესთავაზეს რამაზ ნოზაძეს?
“ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო. აქტივისტებისა და მხარდამჭერების გარდა, „ოცნებამ“ დახმარება სპორტსმენებსაც სთხოვა. „2020NEWS“-თვის ინფორმირებული წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენებმა, კერძოდ კი მოჭიდავეებმა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერების მობილიზება უკვე დაიწყეს. „შეკრიბეს მოჭიდავეები და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო თხოვნით და ფინანსური მხარდაჭერით, უნდა მოხდეს არჩევნებში სპორტსმენების ხმების მობილიზება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სპორტსმენებს დაავალეს, […]
ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება?
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე იყოს. როგორც “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პაატა ბურჭულაძეს სიის პირველი ნომრობა უკვე შესთავაზეს, თუმცა ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით “2020NEWS”-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, რომ კონსულტაციები ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთანაც. შეგახსენებთ, პატაა ბურჭულაძემ ჯერ კიდევ 2016 წელს საკუთარი პარტია […]
დავით ჭიჭინაძე – ივანიშვილი-კობახიძე გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს
“ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ამასთანავე, ჭიჭინაძე “ქართულ ოცნებას“ 2020 წელს რვაწლიანი მოღვაწეობის სამარცხვინო კრახს უწინასწარმეტყველებს. „ „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით, ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ […]
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 68 პარტიამ გამოთქვა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს 14 ივლისის 18 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევებში რეგისტრაციის განცხადებით მიმართვის ვადა ამოეწურათ. განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
“გახარიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – ლადო, საუბარია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შიდა კვლევებს უმატა და მათივე კვლევებით საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ. ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობას თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვსო. თქვენთვის თუ არის ცნობილი მათი რეიტინგები? – რაც შეეხება შიდა კვლევებს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე […]
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე გადადგა
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ თანამდებობა დატოვა. მან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. “ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის […]
კინზინგერი ქართველ ბოტებზე: მტროლავენ, საცოდაობაა, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია
ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის (DFRLab) კვლევას Twitter-ზე გამოვლენილი იმ ყალბი პროფილების შესახებ, რომლებიც კინზინგერსა და სხვა კონგრესმენებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. “რუსი ბოტების მიერ Twitter-ზე დატროლვა? ეს ჩვეული სამშაბათია. ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს, ცდილობს, რომ ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ხლართავს ქაოსს პირადი […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. „სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. […]









