დავით ჭიჭინაძე – ივანიშვილი-კობახიძე გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს

დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილი-კობახიძე  გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს“ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ამასთანავე, ჭიჭინაძე “ქართულ ოცნებას“ 2020 წელს რვაწლიანი მოღვაწეობის სამარცხვინო კრახს უწინასწარმეტყველებს.

„ „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით, ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შესრულებულა. ივანიშვილმა კი, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა, როდესაც გამოაცხადა, ყველაფერი შეგისრულეთ და ამაზე კარგს ნუ ელოდებითო.

მაგრამ! თუ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის! მითუმეტეს სათავეში მმართველ გუნდად ყოფნა აღარანაირ ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება.
მოკლედ, პირადად მე, ვერც შემადგენლობაში ვხედავ დიდ ცვლილებებს და ვერც შინაარსობრივად. ან ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად?

მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს, იმიტომ ეპატარავებათ ყველა. არადა, ქვეყანას პოლიტიკოსები სჭირდება. ადამიანები, რომლებიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებენ და რომლებიც ამ აბსოლუტურ განუკითხაობას შეებრძოლებიან. ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალზე რეალურად იზრუნებენ და არა მხოლოდ ტელეეთერებიდან.
რომლებსაც  რეალური ცოდნა ექნებათ და არა პოპულიზმზე მორგებული ე.წ. პოლიტელიტა და არა ის მონები, რომლებითაც სავსეა დღეს „ქართული ოცნება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.