„კალაძის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, დაკავება იგეგმებოდა და კალაძემ ამ პირობით გადაათქმევინა“ ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამ თარიღის გასაპროტესტებლად იკრიბებით. რაიმე ხელისშემშლელ ფაქტორებს ხომ არ ელით ხელისუფლების მხრიდან? – 20 ივნისი არის ამ ხელისუფლების შავი ლაქა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო ოპოზიციას
“ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. „ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ამ არჩევნებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.18:16:30 მსგავსი თემები
ალეკო ელისაშვილი – “ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა
„ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა – მათთვის პოლიტიკა საშოვარია , – ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისი თქმით, იმ შეხვედრაზე იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ითვლიდნენ თუ რა რაოდენობის დაფინანსებას მიიღებდნენ ბიუჯეტიდან. „იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა. “ნაციონალური მოძრაობით” დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული. […]
ნაზი ჯანეზაშვილი – “თამარ ჩუგოშვილი ხშირად მირეკავდა და გაჩუმებას მოითხოვდა ჩემგან”
თამარ ჩუგოშვილი ხშირად მირეკავდა და უთქვამს, რომ რაღაცებზე უნდა გავჩუმებულიყავი, რომ ვიღაცებს ზევით, მის პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი აქტიურობა , – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ჯანეზაშვილის თქმით, ჩუგოშვილს აწუხებდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი წევრობა. „თამარ ჩუგოშვილს რეალურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი წევრად ყოფნა აწუხებდა. დიახ, მე ჩუგოშვილის კანდიდატურა […]
ირაკლი ოქრუაშვილი – 20 ივნისის საქმე იქნება გამოძიებული და გახარია ამ საქმეში აღმოჩნდება ბრალდებული
”20 ივნისი იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად. ვერც ჩემი და ვერც იმ ადამიანების მეხსიერებიდან, რომლებიც დაზარალდნენ, ეს ყველაფერი ვერ ამოიშლება […]
ლადო სადღობელაშვილი – „დღეს ივანიშვილი გაცილებით უარეს დღეშია, ვიდრე სააკაშვილი იყო 2012 წელს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – ლადო, შესაძლებელია, რომ არჩევნები გადაიდოს? – ხელისუფლება უყურებს, რა რეიტინგი აქვს. გაყალბების შანსი არის მიზერული, ახლა არჩევნები ან უნდა მოიგო, ან გადადო. დროის გაწელვა აწყობთ იმ მხრივ, რომ დრო მოიგონ, ამ დროში რაღაცა ნორმალური გააკეთონ. გარდა ამისა, ღიად და აშკარად […]
ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა
ოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს. როგორც ირკვევა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის. შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი. ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში. ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი. გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ […]
ნინო ბურჯანაძე – ”ბატონო ბიძინა, გამობრძანდით და გააკეთეთ კომენტარები, რომ თურმე გებრძვით რუსეთის ხელისუფლება”
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა, რომ „ქვეყანაში ოპოზიციას არასტაბილურობის განცდა აწყობს”. ნინო ბურჯანაძე კობახიძის კომენტარებს გამაოგნებელს უწოდებს და აღნიშნავს,რომ ივანიშვილს მოუწევს აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით განმარტების გაკეთება. „დღემდე კიდევ ვფიქრობდი, რომ ქართულ პოლიტიკაში სიბრიყვეს, თავხედობას და უვიცობას აქვს საზღვარი, […]
გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული. გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. განცხადებაში საქართველოს მთავრობა მოხსენიებულია როგორც პრორუსული. “მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს […]









