ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო ოპოზიციას 

ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" სლოგანია მეტი ვანო ოპოზიციას “ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.

„ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ამ არჩევნებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.18:16:30
მსგავსი თემები