კატეგორია: პოლიტიკა

ბათუ ქუთელია – „საქართველომ უკრაინასთან დიპლომატიის წითელი ხაზები გადაკვეთა, რაც რუსეთის ინტერესებშია“

„რუსეთთან ენით მოჩლექით ლაპარაკი გაიზრდება. მას ბოლო პერიოდში ივანიშვილზე ყველაზე დიდი ბერკეტები აქვს“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიიღო, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას ზელენსკიმ შეცდომა უწოდა და […]

რომან გოცირიძე – „პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე უარს „ოცნებას“ მწარედ ვაზღვევინებთ“

„ხელისუფლებას 120-30-ზე შეთანხმების ჩაშლაც უნდა“ ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, “ქართული ოცნება” პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. მისი ლიდერები ამბობენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. რა ჩაიფიქრა “ოცნებამ”? – ივანიშვილმა გადაწყვიტა, ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით, როცა მთელი ქვეყანა გადართულია ამ უდიდესი […]

რატი იონათამიშვილი – “ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ”

ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი ამ თემით მანიპულირებს. „სხვათაშორის, იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებენ, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული, ასე რომ ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ […]

ზელენსკი – გეტყვით, რატომ დავნიშნე სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება რეფორმებში და მისი კავშირები ინვესტორებთან – უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკის იმ მიზეზებს ასახელებს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარ რეფორმატორად დანიშვნა განაპირობა. ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ,- აღნიშნა ზელენსკიმ. […]

ჯიმ რიში – ”პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ”

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. „მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ, – წერს სენატორი „ტვიტერზე“ .

უკრაინიდან გამოძახებული ელჩი  საქართველოში ჩამოვიდა და კარანტინშია

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, ქვეყანაში უკვე დაბრუნდა, თუმცა საკარანტინო ზონაშია. „ვიმყოფები საკარანტინო ზონაში სხვა მგზავრებთან ერთად. ველოდები ტესტის აღებას და გამოკვლევის შედეგებს“, – განაცხადა მან. თეიმურაზ შარაშენიძის თქმით, წამოსვლისას გამართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცა ქართული მხარის პოზიცია. „ელჩის გამოძახება კონსულტაციებზე დიპლომატიაში […]

ფასილიტატორი დიპლომატები –  ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს

შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს , – ამის შესახებ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი არ გულისხმობს განხილვების […]

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას…

8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი – საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე შეხვედრის მონაწილე ელჩებს მიმართავს, დაადასტურონ რომ შეხვედრებზე ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა. “გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, რომ მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რა იყო შეთანხმების შინაარსი. იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. თუ ოპოზიცია ემუქრება […]

ნინო ბურჯანაძე – შეთანხმება იყო, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია

შეთანხმება იყო, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე მარტო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ბოლომდე ვერ განიმუხტება პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატები ვერ გადავა ნორმალურ ჭრილში, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც შედგა, მოიცავდა ორ პუნქტს, ერთი იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და მეორე იყო პატიმრებთან დაკავშირებით. […]

გიორგი მარგველაშვილი – “ოცნება” საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა”

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად. მარგველაშვილი ივანიშვილის გუნდის მხრიხან 8 მარტის შეთანხმების შესაძლო ჩაშლას “დღის სტუმარში” სტუმრიბისას გამოეხმაურა. “სამწუხაროდ, საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალ და განსაკუთრებულს არ ვამბობ, რადგან ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არის ის სტილი, რომელზეც ძალიან […]