ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას…

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას...8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი – საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე შეხვედრის მონაწილე ელჩებს მიმართავს, დაადასტურონ რომ შეხვედრებზე ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა.

“გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, რომ მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რა იყო შეთანხმების შინაარსი. იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. თუ ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ გათავისუფლდება სამი პირი, ეს იქნება, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, ეს თუ ასე მოხდა. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა, რომ ეს ასე არ მოხდეს”- აცხადებს კობახიძე.