შესაძლებლობის ფანჯარა რომ იღება და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში, თუ კარში ვერ გადიხარ, ეს არის მარცხი – ახლა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის დროა და ეს სტრატეგია უნდა იყოს სწორხაზოვნობა, შეუპოვრობა და გნებავთ – სიხისტე,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. როგორც გვარამია აცხადებს, ის, რომ ევროკომისიამ საქართველოს დრო დაუტოვა კარგია, მაგრამ […]
კატეგორია: პოლიტიკა
რა უნდა მოგვარდეს საქართველოში – ევროკომისიის დასკვნა
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები მოგვარდება. „მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის […]
„არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული“ – ნინო ლომჯარია სააკაშვილზე
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, არ აქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ თუ ექსპერტებისგან ალტერნატიული დასკვნა გაკეთდება, შესაძლოა, რეკომენდაცია შეცვალოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ წუთას არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული. ასეთი რამ ჩემს კონსილიუმს არ უთქვამს. მე ვეყრდნობი სამედიცინო მოსაზრებებს. თუ იქნება ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა, […]
ელენე ხოშტარია – „მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს“
„დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს. „სურათი არის ძალიან ნათელი, ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, რაც პრობლემებია […]
„ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება“ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკომისიის პირობებში ნახსენები დეოლიგარქიზაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეხება. „ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში, და ესენი არიან ადამიები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და […]
სანდრო რაქვიაშვილი – „ჩვენ გადავწყვიტეთ, 18 ივნისს დედაენის ბაღში შევიკრიბოთ“
სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად “ნაცების” და “ქოცების” აქცია, ჩვენც და ბევრ ჩვენს მხარდამჭერს გაუჩნდა დისკომფორტის განცდა, რა არჩევანი გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაცია აქტუალური თემაა, დისკუსია არ მიდის იმაზე თუ რა არის ევროპა და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია. […]
ირაკლი ღარიბაშვილი – „ევროპარლამენტის რეზოლუციას მე ვაპროტესტებ…“
ევროპარლამენტის რეზოლუციას მე ვაპროტესტებ – აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანაში ევროპული არაფერი ხდებოდა. „30 წლის მანძილზე თუ ვინმეს რამე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი […]
კახა კალაძე – „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, არაფერი გამოუვა“
კახა კალაძემ ევროკავშირის რეზოლუციის პასუხად ივანიშვილის დამსახურებები ჩამოთვალა ქვეყნის წინაშე და განაცხადა, რომ სანქციების დაწესებით ივანიშვილს “ვერ შეაშინებენ” და ვერც პოლიტიკაში შემოაბრუნებენ. „სამარცხვინოა ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს და მომავალშიც რა თქმა უნდა გააკეთებს – ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატოს სტანდარტის ბაზების […]
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გერმანელი ექიმი შეისწავლის
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევებში უცხოელი სპეციალისტი ერთვება – ცენტრ „ემპათიას” მოწვევით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გერმანელი ექიმი, ზოგადი ქირურგი შეისწავლის. „ემპათიაში” ამბობენ, რომ გერმანიაში მომუშავე სპეციალისტს დიდი გამოცდილება აქვს შიმშლობისა და შიმშილობის შემდეგ კვების დაწყების მიმართულებით. ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა მედიკოსებმა უცხოელ კოლეგას კვლევების ნაწილი უკვე გადაუგზავნეს. „დოკუმენტაციის განხილვისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ, გამოიკვეთა ზოგიერთი […]
დეპუტატმა მოქალაქეს სცემა – ანი წითლიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანი წითლიძემ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის მხრიდან წალენჯიხაში, მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია და გამოძიება არ დაწყებულა. წითლიძემ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, საკითხთან დაკავშირებით მისცეს ჩვენება და მიაწოდოს ყველა კონკრეტული ფაქტი და ინფორმაცია, რომელიც […]










