„ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება“ – ირაკლი კობახიძე

„ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება“ - ირაკლი კობახიძე„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკომისიის პირობებში ნახსენები დეოლიგარქიზაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეხება.

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში, და ესენი არიან ადამიები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ეს ერთი, კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით, ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა”, – თქვა კობახიძემ.