კობახიძის ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, საუბრობს. გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილი ამ გუნდით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. როცა კობახიძე საუბრობს, მე არ ვთვლი, რომ კობახიძე საუბრობს. ის აჟღერებს ბიძინა ივანიშვილის სათქმელს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ყველა სიტყვაზე დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი თუ ამ ქვეყანაში, აი ამ ხალხით ძალაუფლების შენარჩუნებას […]
კატეგორია: პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე – საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი…”
„პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან”, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში […]
სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ […]
„ბათუმში შემოსული სანქცირებული ტვირთის უკან დავით იაკობაშვილი დგას“ – ელენე ხოშტარია
„დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, წარმოუდგენელია გემს სანქცირებული ტვირთი წინასწარი შეთანხმების გარეშე ამხელა მანძილზე მოჰქონდეს. „უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის […]
კალაძე – “სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს”
კახა კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა უტარდება და მისი ქვეყნიდან გასვლა აუცილებელი არ არის. თბილისის მერის განცხადებით, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს სასჯელის მოხდა. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი, ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებელი იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ , არამარტო სააკაშვილი, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. სააკაშვილი […]
გიორგი მშვენიერაძე – “ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან”
მოძრაობის „შინ ევროპისაკენ“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან და პირების ვინაობას სპეციალურად არ ასახელებს. მშენიერაძე ,,ტვ პირველთან” საუბარში იმასაც აცხადებს, რომ თუ მთავრობა არ გადადგება, 3 ივლისს მათ მკაცრი პასუხი გაეცემათ. პირები, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ეროვნული თანხმობის მთავრობაში, არ უნდა იყვნენ არც მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვიქნებით […]
„უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნას არავის შევარჩენთ” – არახამია „ოცნების”დეპუტატებს ემუქრება
უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი “ქართული ოცნების” მხილებას აანონსებს. დავით არახამია ისევ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და იმ ქართველი მინისტრების და დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებაზე საუბრობს, რომლებზეც საეჭვო ფული ბრუნავს. სკანდალური განცხადება დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე გაავრცელა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, […]
“28 ივნისს იხსნება თბილისი პრაიდის კვირეული… მას დახურულ სივრცეში ვატარებთ”
მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განცხადებით, მეორე მოთხოვნას 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დასჯა წარმოადგენს, ვინაიდან, მათი მხრიდან ძალადობრივი მუქარები კვლავ გრძელდება. […]
თეა წულუკიანმა კახა კალაძეს ომი გამოუცხადა
დიდი დაპირისპირება თეა წულუკიანსა და კახა კალაძეს შორის – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა უკიდურესად იჩხუბეს, მიზეზი – გავლენებისთვის ბრძოლაა. წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კულტურის მემკვიდრეობის საბჭოდან, რომელიც ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს გასცემს, წევრები დემარშით გამოიყვანა. სპეციალისტები მინისტრის დემონსტრაციული სვლის უკან, თეა წულუკიანის ინტერესს ხედავენ – კულტურის მინისტრი ცდილობს, დედაქალაქის მერი მარტო ვეღარ წყვეტდეს, რა და სად უნდა აშენდეს ძველ უბანში. ჩვენთვის […]
ღარიბაშვილი – “გადადგომას არ ვაპირებ, ეს სრული აბსურდია”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მან ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო და ვალდებულია, „ხალხს და ქვეყანას ემსახუროს“. „რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე, შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, […]










