„არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული“ – ნინო ლომჯარია სააკაშვილზე

„არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული“ - ნინო ლომჯარია სააკაშვილზესახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, არ აქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ თუ ექსპერტებისგან ალტერნატიული დასკვნა გაკეთდება, შესაძლოა, რეკომენდაცია შეცვალოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ წუთას არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული. ასეთი რამ ჩემს კონსილიუმს არ უთქვამს. მე ვეყრდნობი სამედიცინო მოსაზრებებს. თუ იქნება ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა, რასაც ჩემი კონსილიუმი გაიზიარებს, შეიძლება სხვა რეკომენდაცია გავაკეთო. მაგრამ ამ წუთას ამისთვის მტკიცებულებები არ მაქვს”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.