კატეგორია: პოლიტიკა

ზელენსკი – “სააკაშვილი დაგვეხმარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში”

სააკაშვილს უკრაინის რეფორების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასე მიულოცა: “გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ მნიშვნელოვან გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოახერხებს ახალი იმპულსი მისცეს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაგვეხმარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში”.

სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა. იპნ

გახარია – “11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება”

11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება კომენდანტის საათს. თბილისის გარდა, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მარნეულში. გიორგი გახარიას თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული, თუმცა ის მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში […]

მამუკა მდინარაძე – “მდივნად დანიშნულ სააკაშვილს შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად”

ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ ეს უკვე აღარ ვიცი. მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების” გარეშე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით. ამასთან, მამუკა მდინარაძე უკრაინის რადას სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის გამო მადლობას უხდის. „მე მინდა უკრაინის რადას და ჩვენს კოლეგებს, […]

მამუკა გამყრელიძე – “თუ ოპოზიციამ ხელისუფლებას მაგიდა არ აუყირავა, წააგებს”

”ოპოზიცია ბაქიბუქობს და დიდ შეცდომას უშვებს” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, ხელისუფლებამ დაანონსებულზე ადრე დაიწყო რეგულაციების მოხსნა. ასეთი შეფასებები მოვისმინეთ, რომ მთავრობას ხალხის რისხვის შეეშინდა. მეტისმეტი ხომ არ მოუვიდათ? – ჩემი აზრით, ზედმეტი მოუვიდათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ზედმეტობაში ორი მდგენელია: სიბრიყვე და უცოდინრობა და, მეორე მხრივ, […]

სააკაშვილი – “უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ მნიშნავენ”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოში ნიშნავენ, თუმცა არა საბჭოს მდივნის, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, -ამის შესახებ ინფორმაციას „ცენზორ.ნეტ“-ი „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „არა მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან საუბარში, თუმცა ის თანამდებობაზე დანიშვნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. ცნობისათვის, მანამდე „ცენზორ.ნეტ“-მა გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, დიდი ალბათობით, დღეს […]

სალომე სამადაშვილი: „ხელისუფლება ივანიშვილის ლობირებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავს“

„ოპოზიციის კონსოლიდაცია ახალ თემებზე მოხდება“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს, თუმცა, მივა თუ არა პრემიერი, ეს გაურკვეველია, თანაც, იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტი, ფაქტობრივად, უმოქმედოა და დაკარგული აქვს მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქციები. რა ბერკეტებს გამოიყენებენ იმისათვის, რომ პრემიერი პარლამენტში მიიყვანონ, რას ამბობს ასეთ შემთხვევებში კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი და რას […]

ირაკლი ჩიქოვანი – “სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი”

მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, თანმიმდევრულობა, სისტემურობა, ან ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოება მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელი არ არის. „მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. თუმცა, […]

ლაშა ჩხარტიშვილი: “ხელისუფლებას ქვეყანა ნინიას ბაღად აქვს გადაქცეული”

“ჩრდილოკორეული ჟანრის აგიტაცია-პროპაგანდის ფარგლებში მთავრობა აყვავებულ ეკონომიკაზე საუბრობს. თურნავამ ამაყად გვითხრა, შარშან ეკონომიკა ყვაოდაო. ამ მშიერ ქვეყანაში მთავრობა არაფერს იკლებს” ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს. – ლაშა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული აქვს და ამ პროცესში ოპოზიცია არაფერში სჭირდება. […]

ლადო სადღობელაშვილი: „გახარიას არჩევნებამდე მოხსნიან“

„ოცნებამ“ ბოლო დროს ნახევარი მილიონი ხმა დაკარგა“ ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – ლადო, 5 მაისიდან ნაწილობრივ კვლავ მოიხსნება შეზღუდვები. რას იტყვით თქვენ? – 350 ათას კაცს შეეხება 200-ლარიანი დახმარება და ასევე 460 მილიონი გადანაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთჯერადად მიიღებენ 300-ლარიან დახმარებას. ეს 460 მილიონი გავყავი […]