გახარია – “11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება”

გახარია - "11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება"11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება კომენდანტის საათს.

თბილისის გარდა, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მარნეულში.

გიორგი გახარიას თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული, თუმცა ის მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა.

მთავარი