კატეგორია: პოლიტიკა

„ოცნება“ ცდილობს, გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის ავტორიტეტი პიარისთვის გამოიყენოს“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ კრიზისს ებრძვიან, მათ შორის ასეთი ვითარება არის საქართველოშიც, რომელიც კრიზისს ამ ეტაპზე კარგად უმკლავდება. ამის პარალელურად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება და მოწინავე ექიმების ავტორიტეტს პიარისთვის იყენებს. ამას გარდა იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ვერ ატარებს ხისტ პოლიტიკას ეკლესიასთან მიმართებაში, ვინაიდან არჩევნებზე […]

გია ხუხაშვილი – „ოცნების“ კისერთან აღმართულია დამოკლეს მახვილი და შეიძლება ამოქმედდეს“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლებამ აგრარული ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იქ მომუშავე თვითდასაქმებული პირებისთვის ეს არ უცნობებია. უცნობია ისიც, დაეხმარება თუ არა მთავრობა მათ რაიმე სახით. რამდენად გამართლებულია მთავრობის ეს პოლიტიკა და რა შედეგს მოუტანს ხელისუფლებას რეიტინგის თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია […]

სერგი კაპანაძე – „ვისაც შემოსავალი შეუმცირდა, კომპენსაცია ბიუჯეტიდან უნდა მიეცეს“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობის” კითხვებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგე კაპანაძე პასუხობს – ბატონო სერგი, პოლიტპატიმრების თემა მეორეხარისხოვანი გახდა? – არა, მეორეხარისხოვანი არ გახდა, უბრალოდ, სხვა პრობლემა წამოვიდა წინა პლანზე და აქედან გამომდინარე აქტუალურობა აქვს კორონავირუსს, თორემ ეს მეორეხარისხოვანი თემა არ არის და ჩვენ ველოდებით, რომ ის დაპირება და ის […]

ივანიშვილმა კოვიდ 19-ის დასამარცხებლად 100 მილიონი გადარიცხა

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ – Stopcov ფონდში. ფონდში Stopcov 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა. ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124.543.899 ლარს შეადგენს.

გომელაური – “არც ჩვენ დავარღვევთ კანონს და არც ეკლესია”

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას. „რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს […]

9 აპრილიდან  „ნოვიჩოკამდე“

ელისო ჭიპაშვილი-25 წლისა, თბილისიდან. 6 თვის ორსული, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი იყო…მისი მამა იხსენებს: „იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო. ახლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, შეუძახნია: – რას შვრები, მე ფეხმძიმედ ვარო! იმას კიდევ უფრო გამეტებით დაურტყამს: – „Ещё лучще!“ 31 წელი გავიდა იმ დღიდან, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია კარდინალურად შეცვალა. […]

„დღეს გახარია ქვეყანას ივანიშვილის გარეშე მართავს, ოპოზიცია ძველ რეიტინგს ვერ დაიბრუნებს“

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, შემოდგომაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. რა გავლენას იქონიებს არსებული რეალობა არჩევნებზე? თუ სრული სურათის შესაქმნელად ეკონომიკური ფაქტორი ექნება გადამწყვეტი?   – დღეს პროცესი პოლიტიკისგან სრულად დაცლილია. პროცესი დეპოლიტიზირებულია. ოპოზიცია ჩუმად რომ არის, სრულიად შეგნებული და სწორი გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, მაგრამ ასე […]

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, განცხადებას წასვლის შესახებ ჭიღვარია ხვალ დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. პირველი არხი

მამუკა გამყრელიძე – „მასობრივი ტესტირება სისულელეა, სულ არ მეშინია ნაციონალების კრიტიკის!”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას? ხელისუფლების მისამართით მაინც ისმის კრიტიკა, რა შეცდომებს უშვებს გახარიას გუნდი? – სიმართლე გითხრათ, მე განსაკუთრებულ შეცდომებს ვერ ვხედავ. ის მთავარი პრობლემა რაც არის, ჯანდაცვის პრობლემა, ამას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. არავინ ვართ […]

უჩა ნანუაშვილი – “20 ივნისზე გახარია იმას იბრალებს, რაც არ ჩაუდენია”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა სახალხო დამცველმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 20-21 ივნისის მოვლენებზეც არის საუბარი. კერძოდ, რაციის ჩანაწერებით ირკვევა, რომ აქციის დარბევისა და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც მაშინდელ შს მინისტრს (ახლანდელ პრემიერს) გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს გაუცია. თუმცა, გახარია ისევ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას. რა სურათი გამოიკვეთა სახალხო დამცველის დასკვნით, უნდა დაინტერესებულიყო […]