კატეგორია: პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე – “ოცნების” სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას და ერთიანი კანდიდატებით გასვლას მაჟორიტარულ ოლქებში? – ძალიან რთული საკითხია, რადგან არჩევნებში ყველა ერთმანეთის კონკურენტია. იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ “ქართული ოცნების” კონკურენტი ვიქნებით, რთულად განსახორციელებელი მგონია. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლება, […]

კარანტინის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15.000 ლარით დაჯარიმდებიან

კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15/000 ლარით დაჯარიმდება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები უკვე მოამზადა. ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს […]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ამის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნინო ქადაგიძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს […]

გახარია – ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე… დღეს საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო […]

ნინო ქადაგიძე – “უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის კომფორტის ზონა არაა”

გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ქადაგიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მისთვის კომფორტის ზონა არ არის, თუმცა მისი როგორც იურისტის ვალდებულება ამ გამოწვევის მიღებაა. „გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა […]

მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტები დახურა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. „დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განიხილეს საკითხი მიმდინარე წლის 16 […]

გია ხუხაშვილი – „ლელოში“ გაწევრიანებას არ ვაპირებ”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება შედგა, თუმცა ჯერ ბოლომდე არავის სჯერა, რომ “ქართული ოცნება” პირობას შეასრულებს, რადგანაც ყველას აქვს მწარე გამოცდილება, როდესაც მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია, მით უმეტეს, რომ მისი ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე შეთანხმება არ ყოფილა. ამასთან ცნობილი ხდება „ედისონ რისერჩის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 39% უჭერს მხარს, ხოლო […]

დავით დარჩიაშვილი – “პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეთანხმება შესრულებული ვერ იქნება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, მიღწეული შეთანხმების შემდეგ რამდენად ელოდებით ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს? – ნორმალურ არჩევნებს არ ველოდები, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. თან, ჯობია, შეთანხმებული წესებით ჩატარდეს, ვიდრე შეუთანხმებლად. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება ჯერ ისევ ჰაერშია გამოკიდებული. მე ვგულისხმობ პოლიტპატიმრების […]

ადვოკატმა პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ საქართველოს პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. როგორც ადვოკატი განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანეს. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განსხვავებების მიუხედავად მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება, მომავალში […]