სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება. „ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პოტენციალის […]
კატეგორია: პოლიტიკა
“თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი” – სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავაზე
თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“. […]
“ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. ინტერვიუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევამდეა ჩაწერილი. – ლადო, ვხედავთ, როგორი გამალებული ვაჭრობა მიდის პოზიციასა და ოპოზიციას შორის ადგილებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამბობს, რომ ორ-სამ დღეში ახალ პაკეტს დადებს, ოპოზიციის განცხადებებიც შედარებით რბილი გახდა. რა ხდება? – არჩილ თალაკვაძეს ვუსმენდი […]
აშშ-ის საელჩომ ”ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა
აშშ-ის საელჩო საქართველოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ტექსტს აქვეყნებს. ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება. “ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული […]
გრიგოლ ვაშაძე – ”მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ”
პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყდება და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, თუმცა კონკრეტული გვარები მემორანდუმში არ დასახელებულა. „შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან […]
120/30-ზე, 1%-იანი ბარიერი და 40%-იანი ჩამკეტი – ”ოცნება” და ოპოზიცია შეთანხმდნენ
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, 1 პროცენტიან ბარიერზე, 40 % -იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა. შეთანხმება ითვალისწინებს, […]
რამაზ საყვარელიძე – “ოცნებას” და ნაციონალებს 1%-იანი ბარიერი არ აწყობთ”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიღწეული იქნება? – ამ შემთხვევაში გაუგებარია, რა უნდა ოპოზიციას. თუ ბარიერი თითქმის არ იქნება, ანუ 1%-იანი იქნება, ასევე თუ 40%-იანი ჩამკეტი იქნება, რომ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს ერთმა ძალამ, ამ ყველაფერს ხომ თავად […]
ხატია დეკანოიძე – „თუ „ოცნება“ კომპრომისზე არ წამოვა, აშშ სანქციებს დაუწესებს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა როგორც მოსალოდნელი იყო, ”ქართული ოცნების” მისამართით დასავლეთის კრიტიკა ძლიერდება. ჯერ ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველო-ამერიკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ კომპრომისზე არ წავლენ ოპოზიციასთან, მაშინ აშშ ბევრისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კი ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაა გაკრიტიკებული. ამ განცხადებებს მოჰყვა პოლიტიკური მოტივაციით დაჭერილი გიგი უგულავასა და […]
“ოქრუაშვილი და უგულავა თუ ციხეში ისხდებიან, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. – ბატონო გურამ, რა იგულისხმებოდა მდინარაძის განცხადებაში, როდესაც მან თქვა, ორ-სამ დღეში დავდებთ ცვლილებების ახალ პაკეტსო. რა მოლოდინი გაქვთ, რას დათმობენ? – ეს ვერ იქნება ის პროექტი რომელიც არის მისაღები ქართველი ხალხისთვის. ისინი შეეცდებიან შემოგვთავაზონ ისეთი […]
დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? – ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება ამაზეა დამოკიდებული
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ამ ერთკვირიან ვადაში რამდენად იქნება მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის? – მე მაინც ვფიქრობ, რომ რასაც არ დათმობს ხელისუფლება, ეს არის დაკავებულების გამოშვება. ეს იქნება პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება, რასაც ცხადია ხელისუფლება უარყოფს. “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ […]










