კატეგორია: პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი – “მე “ც” ჰეპატიტის პროგრამით განვიკურნე”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს. – ქალბატონო მაია, კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე რა აზრის ხართ? როგორ ართმევს თავს საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვა თავს ამ პრობლემას? – სამედიცინო სფეროს ხარისხში ჩახედული ვარ იმიტომ, რომ ჩემთან უარყოფითი შემთხვევებისა და შეცდომების გამო მოდიან ხოლმე. ზოგადად, ქართული მედიცინის მაღალ ხარისხს მეც ვისურვებდი, მაგრამ […]

კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელის მომხრეა

“ქართულმა ოცნებამ” სარჩევნო სისტემის ცვლილებაზე რიტორიკა შეცვალა. რამდენიმე წუთის წინ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 120/30-ზე სისტემის მომხრეა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის მომხრე იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის. „ჩვენი მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს შეხვედრა კიდევ […]

დეპუტატები პარლამენტში აღარ ივლიან – “კენჭისყრა და განხილვა ელექტრონულად ჩავატაროთ”

პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს. ამ ინიციატივის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. თააკვაძემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს დაავალა, იმსჯელოს ინიციატივის გარშემო როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ გარემოებებზე. „ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, მაშინ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში […]

გიორგი ვაშაძე – “პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკება გამორიცხულია”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, კონკრეტულად რას გთავაზობთ ხელისუფლება და რა შემთხვევაში მიიღებს შეთავაზებას ოპოზიციური ერთობა? – ორი კომპონენტისგან შედგება ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა: ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და მეორე კომპონენტი არის, რაციონალური, პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა. – რას გულისხმობს ეს? – ეს გულისხმობს […]

გიგი უგულავა – “ჩემი პატიმრობა ჩემი არჩევანია, ჩემი გათავისუფლება პროპორციულ არჩევნებს არ დაუკავშიროთ”

არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, – აცხადებს პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. გიგი უგულავას თქმით, ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს. „მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა […]

ასლან ბჟანიას პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას პოლისეგმენტური პნევმონია აღენიშნება. აღნიშნული დიაგნოზი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს კრასნოდარის საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ინტენსიურ მკურნალობას გადის. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ბჟანიას დადებითი დინამიკა აღენიშნება. შეგახსენებთ,რომ ორი დღის წინ ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ სოჭის საავადმყოფოში, შემდეგ კი კრასნოდარში გადაიყვანეს. […]

მიხეილ სააკაშვილი – “ნოვრუზ ბაირამზე” საქართველოში ჩამოსვლას 50 000-მდე ირანელი აპირებს, არ უნდა შემოვუშვათ

„ნოვრუზ ბაირამზე“ საქართველოში ჩამოსვლას  40- 45 შეიძლება, 50 ათასი ირანელი აპირებს. დროებით უნდა აიკრძალოს საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა. სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირანში იყვნენ, დროებით არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას განაცხადა. „საქართველოს აქვს ძალიან ბევრი, კონკრეტული გამოწვევა. როდესაც შენ ჩამოშლილი გაქვს ხელისუფლება, ამას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. […]

დავით ლორთქიფანიძე – “მერაბიშვილი ოპოზიციას ვერ გააძლიერებს”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი დავით ლორთქიფანიძე პასუხობს. – ბატონო დავით, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან საუზმეზე მიწვეულ ოპოზიციას ხელისუფლებამ 110/40-ზე პროპორციით საარჩევნო სისტემა შესთავაზა, რაზეც ოპოზიცია ისევ უარს ამბობს. ამ შეთავაზებას სხვა ოპოზიციონერები არ ადასტურებენ. თქვენ რა იცით ამის თაობაზე? – ჩემი გუნდიდან ასეთ […]

არეულობა სოხუმში – ასლან ბჟანიას მომხრეები მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულების თანამდებობის დატოვებასთან ერთად მთელი რიგი მინისტრების, ძალოვანი ბლოკის, რაიონული ხელმძღვანელების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურების გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით „ქვეყნის ხელისუფლება […]

გიორგი მარგველაშვილი – “ქართულმა ოცნებამ“ დაცვა გამიუქმა”

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტვიტერის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც საუბრობს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მას სახელმწიფო დაცვა გაუუქმეს. „გუშინ დავემშვიდობე ჩემი დაცვის წევრებს და მთელი გულით გადავუხადე მადლობა მათ ბრწყინვალე სამუშაოსთვის. ისინი საუკეთესო თანამებრძოლები იყვნენ. ეს იყო კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“ – განაცხადა მარგველაშვილმა.