გრიგოლ ვაშაძე – ”მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ”

გრიგოლ ვაშაძე - ”მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ”პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყდება და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, თუმცა კონკრეტული გვარები მემორანდუმში არ დასახელებულა.
„შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად პრინციპული იყო. აგრეთვე, პოლიტიკა, ისევე როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ არჩევნებთან. ხოლო მესამე, მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ოლქებს, ისინი შედგება ისე, როგორც ვენეციის კომისიამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ გასწია ამაზე რეკომენდაცია.

პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“,- განაცხადა ვაშაძემ.