კატეგორია: პოლიტიკა

ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა – ის სოჭიდან კრასნოდარში გადააფრინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ თამაზ ცახნაკიას დავალება მისცა რუს კოლეგებთან ინტენსიურ კავშირზე იყოს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სოჭიდან კი ის ვერტმფრენით კრასნოდარში გადააფრინეს. აფხაზეთის პარლამენტის სპიკერ ვალერი კვარჩიას თქმით, სოჭის კლინიკაში ასლან ბჟანიას […]

მუქარა ამერიკიდან – ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ საქართველოში

“ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ [თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს საარჩევნო სისტემის შესახებ], ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ, შეერთებულ შტატებში გადავწყვეტთ. იმედი მაქვს, ვიპოვით გამოსავალს დაკავების მუქარის შესახებ და იმაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულად პროპორციული არჩევნების გარანტია გაიცა. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება. ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო […]

თბილისში სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. იპნ

ლევან ხაბეიშვილი – “4 აპრილის აქციის გადადებაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, რა გეგმები აქვს ოპოზიციას? კორონავირუსმა, რამდენად შეცვალა თქვენი გეგმები? საპროტესტო აქციების გადადებას ან გაუქმებას ხომ არ აპირებთ? – ოპოზიციას ექნება საუბარი ამ საკითხებზე. ფაქტია რომ ეპიდემიის საფრთხე არსებობს, ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მიიღება გადაწყვეტილება. – არის შესაძლებელი, რომ გადაიდოს დაანონსებული აქცია? […]

ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის დამალული ქონება – რა არ მიუთითა მაჟორიტარმა ბოლქვაძემ ქონებრივ დეკლარაციაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას აგრძელებს. ამჯერად ორგანიზაციამ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია. კველევის შედეგადად დადგინდ არომ ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს ქოებრივ დედკლარაციასი მითითებული არ ჰქონდა რამდენიმე პუნქტირაც მის ოაჯხის ქონებრივ კუთვნილებას ეხება. ”ანზორ ბოლქვაძე 12 […]

”ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში” – სააკაშვილმა თბილისში შტაბი გახსნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილიSkype-ის საშუალებით მიმართა და მხარდამჭერებს მიმართა. სააკაშვილის განცხადებით, გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. „ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ “კარუსელები” გავაჩეროთ, […]

ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „სოჭში მან თავი ცუდად იგრძნო. ის სასწრაფოდ მოათავსეს კლინიკაში. ეჭვია კვებით ინტოქსიკაციაზე“, – აცხადებს „ინტერფაქსთან“ ასლან ბჟანიას მეგობარი. იპნ

განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გადადგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აბულაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც აბულაძე აღნიშნავს, თავის გეგმებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს. „მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით. ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამ პერიოდის ჩემთვის ერთ-ორ მნიშვნელოვან […]

გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება” უკან იხევს, არ გაუვიდა მსოფლიო თაღლითობა”

პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ დათანხმდება საარჩევნო სისტემას 110/40-ზე, რადგან, მისი თქმით, ისინი ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ეს პროპორციული არჩევნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვაშაძის თქმით, მათთვის “სკამებზე და თითო ადგილზე ვაჭრობას აზრი არ აქვს და დემოკრატიული პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს”. “მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მხრიდან, რომ “ქართული […]

გიგა ბოკერია – გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა

ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს არ ცვლის. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება შედგეს, აუცილებელია მმართველმა პარტიამ ოპონენტების მთავარი მოთხოვნები შეასრულოს. “გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა. რახან თვითონ შემოგვთავაზეს, რომ პარტიულ სიას და მაჟორიტარებს შორის პროპორცია არის გზა ამის გადაწყვეტის, ჩვენ ვუთხარით […]