კატეგორია: პოლიტიკა

სანდრა რულოვსი – ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი ვანო მერაბიშვილის სახლში გვიან ღამით მივიდა. „ქრონიკის” კითხვაზე თუ რასთან დაკავშირებით მივიდა იქ, რულოვსი ამბობს, რომ მერაბიშვილს ციხიდან გათავისუფლება უნდა მიულოცოს. ასევე, კითხვაზე, თუ სად მოიაზრებს ის მერაბიშვილს, სანდრა რულოვსი პასუხობს, რომ ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს. რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა […]

მდინარაძე – ოპოზიციის სცენარი რევოლუციურია – პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ

ოპოზიციის სცენარი რევოლუციურია, რასაც, პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ხელისუფლების შეთავაზებაზე, რაც 100/50 საარჩევნო მოდელს გულისხმობს, თავისი პასუხი თქვას. „ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია […]

სოფო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში, ლევან იზორია – გერმანიაში, დავით დონდუა საბერძნეთში საქართველოს ელჩები გახდნენ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული […]

ვანო მერაბიშვილი – “თავზე რაღაც გადამაფარეს და ფარცხალაძესთან ისე გამიყვანეს”

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ციხიდან გაყვანისა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს, თუ აღიარებდა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა. „ღამით გამიყვანეს, ციხის უფროსი შემოვიდა. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, დეტალებს არ მოვყვები. შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა. […]

მურმან დუმბაძე – “ვანო მერაბიშვილისთვის არ მიპატიებია”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო მურმან, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციასთან შეხვედრები ინდივიდუალურ ფორმატში გამართოს. არჩილ თალაკვაძე და “გირჩის” წევრ იაგო ხვიჩიას შეხვდა. შეიძლება ოპოზიციური ერთობა საფრთხის ქვეშ დადგეს? – გაერთიანებულ ოპოზიციაში გადაწყვეტილება მიღებულია – ჩვენ გაერთიანებული წესით ვმოქმედებთ! ცხადია, ხელისუფლების მიზანი […]

გიორგი გახარიას გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის

მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების ამინდი მკვეთრად გაუარესდება. პოლიტიკური სინოპტიკოსების ცნობით, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესისა, პრემიერი გიორგი გახარია სავარძელს სწორედ მარტის დასაწყისში დატოვებს. შესაბამისად, მორიგი სამთავრობო კარუსელი ადრეულ გაზაფხულზე დატრიალდება. “2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის. სააგენტოს ინფორმატორის ცნობით, სუსის მოქმედი ხელმძღვანელი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით […]

გიორგი კვირიკაშვილი – ”აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება,თუმცა თავად პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს. კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა. „გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ […]

ვანო მერაბიშვილი – “6 წელი და 9 თვე სამარტოო კამერაში ვიჯექი და კომპრომისზე არ წავსულვარ, ეს ხელისუფლება 1 წელში დასრულდება”

მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ზუსტად 6 წელიწადი და9 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, […]

ირაკლი შოთაძე 2020 წლის თებერვლამდე სილქნეტის იურისტად მუშაობდა

კომპანია „სილქნეტი“ საქართველოს გენერალურ პროკურორად დანიშნული ირაკლი შოთაძის კომპანიაში საქმიანობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაჟღერდა კითხვები სს „სილქნეტთან“ მიმართებით, რომელიც ეხებოდა ბატონ ირაკლი შოთაძის საქმიანობას ჩვენს კომპანიაში. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი: ირაკლი შოთაძეს სს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, […]

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი […]