ვანო მერაბიშვილი – “6 წელი და 9 თვე სამარტოო კამერაში ვიჯექი და კომპრომისზე არ წავსულვარ, ეს ხელისუფლება 1 წელში დასრულდება”

ვანო მერაბიშვილი - "6 წელი და 9 თვე სამარტოო კამერაში ვიჯექი და კომპრომისზე არ წავსულვარ, ეს ხელისუფლება 1 წელში დასრულდება"მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ზუსტად 6 წელიწადი და9 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, – განაცხადა მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება, –  განაცხადა მან.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის იძლევა გარანტიას, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებას წელსვე დატოვებს.

„მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

იპნ