კატეგორია: პოლიტიკა

“გახარია თვალთხარია!” – პრემიერის გამოჩენამ პარლამენტთან ხმაური გამოიწვია

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წევრები მიდიან. მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეძახილების – “მონა”-ს მოსმენა უწევთ. პარლამენტთან მივიდა გიორგი გახარია. მისმა გამოიჩენამ აქციის მოინაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. ქვეყნის პრემიერი შეძახილებით “მონა, გახარია თვალთხარია!” შეაცილეს. ნიუპოსტი

ირაკლი კობახიძე – 200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს

ირაკლი კობახიძე მისი კოლეგების მსგავსად აქციის მონაწილეთა თავებს ითვლის. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომნარემ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლისას განუცხადა, “ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისია და აქციებით და სხვადსხვა პერფორმანსებით უნდათ, რომ გამოაცოცხლონ პოლიტიკური მოძრაობა. „ადრე 200 ნაციონალი იდგა ხოლმე აქ, ახლა არ ვიცი, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. 200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის […]

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის მონაწილეებსა სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

პარლამენტის შენობასთან ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. „ლეიბორისტული პარტიის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება „პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ გამოიწვია”. ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.

მეგი გოცირიძე – “9 წელი ნაციონალები ასამართლებდნენ კრიმინალებს, ახლა 8 წელი კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალებს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს მეგი გოცირიძე პასუხობს. – პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს. როგორია თქვენი პოზიცია? – 15 კაცამდე იყო პასუხისგებაში მიცემული ქართუ ბანკის გაკოტრებასთან დაკავშირებით და გარდა ნიკა მელიასი, ყველას მოეხსნა ბრალდება. მათ შორის, ირაკლი შიხიაშვილს, რომელიც იყო იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე. ყველას მოეხსნა, როგორც კი თანამშრომლობა დაიწყეს “ქართულ […]

შალვა ხაჭაპურიძე – “ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი ნიკა გვარამია ჯობს თავისი გადაცემებით”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს. – ბატონო შალვა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას კვლავაც აქტიურად აგრძელებს. გიგი უგულავას დაკავება არის შურისძიება ოპონენტებზე? რა თამაში წამოიწყო ივანიშვილმა? – როგორც ჩანს, უგულავას გამოშვებისას ხელისუფლება შეცდა. ეგონათ, რომ უგულავა აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა, თუმცა უგულავას აქტიურობამ ეს შეხედულება შეცვალა და ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი, […]

ოთარ კვირიკაშვილი – “თუ უგულავა დაიჭირეს, ყველა მუნიციპალიტეტის მერი დასაჭერია”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობის” კითხვებს ოთარ კვირიკაშვილი პასუხობს. – ოთარ, ხელისუფლებამ დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო. გიგი უგულავა დაპატიმრებულია, ახლა ნიკა მელიას დაჭერაც დააანონსეს. რას იტყვით? – უგულავას ედავებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი დაასაქმა და, შეიძლება, მართლა დაასაქმა და რეალურად მათ ხელფასებში დაიხარჯა 48 მილიონი. მაშინ თუ ნაციონალურ მოძრაობას თავის ხალხი […]

ამირან სალუქვაძე – “ოპოზიციამ უკეთესი ქვეყანა ვერ ნახა, რომ ავღანურ საარჩევნო მოდელს ითხოვს”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე პასუხობს. – ბატონო ამირან, საქართველოს საგარეო პოლიტიკა რაღაცნაირად არჩევნებთან გადაიხლართა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თითქოს გაუარესდა. თითქოს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილები არ იყო საკმარისი, ამას დაემატა ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის ჩავარდნა. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ქართველი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის გამო საქართველოს ევროპასთან დაკავშირებული რეზოლუცია […]

მინსკში თბილისობაზე ხელოვანებისა და საკრებულოს წევრების წაყვანა 70.000 ლარამდე დაჯდა

2019 წელს მინსკში თბილისობისთვის ხელოვანებისა და საკრებულოს წევრების წაყვანა 67,267 ლარი დაჯდა – ამი შესახებ პოსტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” აქვეყნებს. “მინსკში ჩატარებული თბილისობისთვის “ხელოვანების” წაყვანა თითქმის 43,000 ლარი დაგვიჯდა. წაყვანილ ხელოვანებში მოხვდნენ დათო გომართელი, ჯგუფი მგზავრები და სხვები. მინსკში თბილისობის საზეიმოდ საკრებულოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა წასვლა 24,332 ლარი დაჯდა.” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. ნიუპოსტი

“ქართული ოცნების” იმედი მაქვს – ვალერი გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას იწყებს

სამგზის პარლამენტარს და ბიზნესმენს, ვალერი გელაშვილს, რომელიც “ქართული ოცნების“ თაოსნობით, სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდება, ამბიცია აქვს, რომ ხაშურის მაჟორიტარული ოლქიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდეს. ამის შესახებ გელაშვილმა “2020NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გელაშვილი სააგენტოსთან აცხადებს, პარლამენტში შესვლის შემდეგ, იგი საკუთარ ბიზნესებს საკუთარი მეუღლის სასარგებლოდ დათმობს. ბიზნესმენი გელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სპორტის მიმართულებით […]

ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ – ვიდეო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჰქონდათ ფლაერები, რომელთა დარიგებასაც დეპუტატებისთვის აპირებდნენ. […]